logo_geo
eng_logo
არჩილ კაიკაციშვილი: პაპავას გადაყენებაზე მსჯელობა პროტესტის მშვიდობიანად დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს
- +

15 მარტი. 2016. 16:04


„ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადაყენება თსუ-ში არსებული დაპირიპირების ფონზე არასწორია. ადვოკატის თქმით, ლადო პაპავას გადაყენებაზე მსჯელობა მას შემდეგ უნდა დაიწყოს, რაც უნივერსიტეტში სიტუაცია  დარეგულირდება. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე დაკავებული თანამდებობიდან პაპავას გათავისუფლება სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს.


„უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენები გასცდა საუნივერსიტეტო პრობლემატიკის სივრცეს. ამჟამად დღის წესრიგში აკადემიური წესრიგის აღდგენის საჭიროებაა.

 

მოცემულ ვითარებაში რექტორი არ უნდა გადადგეს, რადგან ლადო პაპავას გადადგომა შექმნილ სიტუაციაში, ნიშნავს უნივერსიტეტის სტუდენტური საზოგადოების ორი ნაწილის უპირობო დაპირისპირებას, რაც მიგვიყვანს სისხლისღვრამდე. ლადო პაპავასა და აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული  ცალკეული გადაწყვეტილებების მიუხედავად, რექტორი უნივერსიტეტის წესდებით და უმაღლესი განათლების შესახებ კანონის თანახმად, რჩება ერთადერთ ფიგურად, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და მართოს უნივერსიტეტი კრიზისიდან გამოყვანის გზით. მას შემდეგ, რაც მხარეების პროტესტი მშვიდობიანად დასრულდება, ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ უკვე რექტორ პაპავას ვადაზე ადრე უნივერსიტეტიდან წასვლასთან დაკავშირებით. ხოლო დღეს მისი გადაყენება ნიშნავს, სისხლისღვრის შესაძლებლობას და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასვლას", - განაცხადა კაიკაციშვილმა „რეპორტიორთან" საუბრისას.


ამასთან, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" თსუ-ში არსებული დაპირისპირებიდან გამომდინარე, მიმართავს შს მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები უნივერსიტეტში წესრიგის უზრუნველსაყოფად.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner