logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი სტაბილურად მყარდება, რამაც ვაჭრობის წახალისება უნდა განაპირობოს
- +

15 მარტი. 2016. 13:30


ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, წინასწარი მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2 %-ით შემცირდა, კომენტარი გააკეთა. ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო ბრუნვის წახალისებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები.

 

„შარშან, როდესაც ყველა ჩვენს სავაჭრო პარტნიორთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, ერთადერთი მიმართულება იყო ევროკავშირი, სადაც სავაჭრო ბრუნვა გაგვეზარდა. პირველი ორი თვის მაჩვენებლებში ჯამური სავაჭრო ბრუნვა შემცირებულია, რისი ძირითადი მიზეზია ის შესწორება, რომელიც ჩვენს საგადასახდელო ბალანსში კიდევ მიმდინარეობს ანუ ვალუტის დევალვაციიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში შემოსული იმპორტი, ასევე იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენ ექსპორტი გვაქვს, მცირდება, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ მომავალი თვეებიდან ჩვენ ზრდა გვექნება, მითუმეტეს, ადევნებთ თვალყურს ლარის კურსთან დაკავშირებით, რომ ის სტაბილურად მყარდება და შესაბამისად, ამან ვაჭრობის წახალისება უნდა მოგვცეს.


პარალელურ რეჟიმში საპარტნიორო ფონდში მიმდინარეობდა რეორგანიზაციის პროექტის განხილვის შესაძლებლობა. აღნიშნული ბოლო პერიოდში მთლიან ჭრილში იხილებოდა. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 1413 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2 %-ით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 281 მლნ აშშ დოლარი იყო (13 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1133 მლნ აშშ დოლარი (1 %-ით მეტი). 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner