„ქართუ ჯგუფის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ლეკა მენაბდიშვილი facebook-ზე წერს:
„მორალისტების საყურადღებოდ. მეცინება თარგამაძის ამბავზე? რატომ? იმიტომ რომ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია. მე რომ ვინმეს აფეთქება მინდოდეს და მითუმეტეს "პულტით" ცარიელ მანქანას არ ავაფეთქებდი. ეტა რაზ
არჩევნებამდე 4 დღით ადრე არეულობა მხოლოდ დამარცხებულ პარტიას აწყობს (ნაცებს) ეტა დვა.
ბოკერიამ ივანიშვილის ეკისრება პასუხისმგებლობაო, როცა გინდა თემამ აიწიოს და თან საზღვრებსაც გასცდეს, ახსენებ მის გვარს ვინც გავლენიანია. ეტა ტრი.
გამოძიება იმედია მალე დასრულდება და პასუხისგებაში მიეცემა ის პირი ან პირები, ვინც მოქალაქეების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს და მათ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს... და კიდევ არ მგონია ამით დამთავრდეს, ისეთ როლში არიან შეჭრილები, არ გამიკვირდება ერთმანეთი რომ "დაასახიჩრონ"...