გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების თემაზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" წევრი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:
„დავამატებდი, რომ ვისაც საარჩევნო პერიოდი უნდა რომ სისხლიანად შეფასდეს, იმის ინტერესებშია და მათთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიღუპება... ვინ დაშავდება... დანარჩენი გამოძიებამ დაადგინოს",- წერს ლომჯარია.
კოლმეურნეობის მოედანზე, დეპუტატის ავტომობილი აფეთქდა. შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.