logo_geo
eng_logo
„ძალიან დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ ხალხზე, რომ „ნაცების“ მობრუნება დაუშვა“
- +

5 ოქტომბერი. 2016. 03:55



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების" წარმომადგენელი გუგული მაღრაძე წინასაარჩევნო გარემოს აფასებს და ამბობს, რომ მართალია „ნაციონალური მოძრაობა" სიტუაციის ასარევად ყოველგვარ ღონეს ხმარობს, მაინც არაფერი გამოუვა, რადგან ამას არც ხალხი, არც ხელისუფლება და არც საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს.მაღრაძის აზრით, ერთართი, ვინც საქართველოში არეულობითაა დაინტერესებული, რუსეთია და გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა" სწორედ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.


"რეზონანსი": როგორ შეაფასებთ არჩევნების წინა სიტუაციას?


გუგული მაღრაძე: საარჩევნო პროცესი გადამწყვეტ სტადიაში შედის. ვითარება ისე მიდის, ვფიქრობ ჩემი პროგნოზი გამართლდება და ვერც ერთი პარტია, გარდა „ქართული ოცნებისა" ორნიშნა რიცხვს ვერ გადალახავს. მცირე რაოდენობით რამდენიმე პარტია სავარაუდოდ შეიძლება ვიხილოთ პარლამენტში, რაც საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დასტური იქნება. „ქართულმა ოცნებამ" სრულიად შეგნებულად თავადვე ასწია ბარიერი მაჟორიტარებისათვის. 50 % ბარიერი გაცილებით უფრო დემოკრატიული ნორმაა ,სწორედ ამის გამო ველოდებით მეორე ტურებს რიგ საარჩევნო ოლქებში, თუმცა მეორე ტურში უმეტესად გამარჯვებას ისევ „ქართული ოცნების" წარმომადგენლები მოიპოვებენ. როცა ამომრჩეველი დაფიქრდებათუ ვინ ჯობია მომავალ 4 წელს მმართველობის სათავეებში იყოს, მათი არჩევანი ბუნებრივად „ ქართულ ოცნებაზე" შეჩერდება. მიუხედავად იმისა რომ  „ოცნებამ" ყველა დაპირება ვერ შეასრულა (რაც შეუძლებელიც კი იყო არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ ობიექტური გარემოებათაგამო ), მაინც ყველაზე სანდოა. ამ გუნდში არიან უკვე სახელმწიფო მართვაში გამოცდილი კადრები, წესიერი , ჰუმანური, მცოდნე ადამიანები , რომლებმაც ქვეყანა წინ წაიყვანეს ისე, რომ დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისაგან არ გადაუხვევიათ. ესაა პოლიტიკური ძალა, რომელმაც მნიშვნელოვანი შრომა გასწია ქვეყნის მოსახლეობისთვის სასიცოცხლო პირობების გასაუმჯობესებლად და მათი უფლებების და ღირსების დასაცავად.

 

რ": სხვა პარტიების შანსებზე რას ფიქრობთ ?


გ.მ: საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია არჩევნებში მონაწილე პარტიათა რიცხვი და თვისობრიობა. სრული შესაძლებლობა აქვს ყველა პარტიას დაუბრკოლებლად მიიტანოს ამომრჩევლამდე თავისი პროგრამები და გააცნოს თავისი ხედვები, რაც ასევე ხელისუფლების დამსახურებად უნდა ჩაითვალოს (ჩვენგვახსოვს წინა წლებში რა პირობებში ყავდა ნაცმოძრაობას არა თავისი სატელიტი პარტიები). ჩემი აზრით, რამდენიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, ასევე პარტიას აქვს შანსი, რომ მაჟორიტარი დეპუტატები გაიყვანოს, ბარიერის გადალახვა კი უფრო პრობლემატურია. პაატა ბურჭულაძის ირგვლივ დაჯგუფებულ პოლიტიკურ გაერთიანებას ცოტა ხნის წინ არ ჰქონდა ბარიერის გადალახვის პრობლემა, თუმცა დღეს ეს უკვე საკმაოდ ძნელი იქნება მათთვის. „პატრიოტთა ალიანსი", „თავისუფალი დემოკრატები" და კიდევ 2-3 პარტია გადალახავს ბარიერს, თუმცა ბევრი რამ სწორედ ბოლო დღეებში წყდება ხოლმე. მით უმეტეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი 40 % მდეა.მივესალმებით, რომ ოპოზიციური ფლანგი ეჭიროს არა „ნაცმოძრაობას", რომელიც ქვეყნის ნგრევისთვისაა მოწოდებული, არამედ ისეთ ოპოზიციას, როგორიც ნორმალური დემოკრატიის ქვეყნებს ახასიათებს. ოპოზიცია, რომელიც ზრუნავს ქვეყანაზე, მაგრამ აქვს ხოლმე განსხვავებული ხედვები ამა თუ იმ საკითხზე, რაც უკეთესი გადაწყვეტილების მიღებას ხელს უწყობს.„ნაცმოძრაობის" ტაქტიკა არის მოსახლეობის რაღაც ნაწილს მაინც შეუქმნან ილუზია, რომ მაგრად დგას და რომ გაიმარჯვებენ. როგორც „ნაცების იდეოლოგი"ბოკერია აცხადებს, „ქართული ოცნება" ოპოზიციაში ყოფნას უნდა შეეგუოს და ა.შ. ძალიან დაბალი წარმოდგენა უნდა გქონდეს საკუთარ ხალხზე, რომ „ნაცების" მობრუნება დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ხალხი გულგატეხილი იყოს, არ მეგულება ადამიანი, რომელიც არსებული ხელისუფლების წესიერებას, მონდომებას, გაკეთებულ საქმეებს ვერ ხედავდეს. რაც მთავარია, იმას რომ ქართული ოცნება დღეს ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი, მდგრადი და სტაბილური განვითარება. „ქართულმა ოცნებამ" შეძლო უმთავრესი რამ - ქვეყანაში არის მშვიდობა (რისი არევაც ასე ძლიერ უნდათ და აწყობთ „ნაცებს)", ქვეყანაში არის სტაბილურობა, არის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ქონება , ბიზნესი დაცულია. არის ჯანდაცვის და განათლების უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი უზრუნველყოფა, არის არაერთი მხარდამჭერი პროგრამა საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად.

ინფრასტრუქტურა უმჯობესდება. მარტო ის რად ღირს, რომ საბავშო ბაღები უფასოგახდა და არაერთი ახალი საბავშვო ბაღი შეემატა ქვეყანას, მაშინ როცა „ნაცების"საბავშვო ბაღების შენობები მხოლოდ იყიდებოდა. ცხადია, 4 წელი არაა ის დრო, რომ წლების მანძილზე დაგროვილი ყველა პრობლემა გადაჭრილიყო, მათ შორის უმწვავესი უმუშევრობა და სიღარიბე. ამ კონტექსტში მახსენდება ხოლმე, რომ ბევრ ტელეგადაცემაში, სადაც ძალიან ცდილობენ უფრო მძიმე სურათი აჩვენონ, ვიდრე არის, ადამიანები ჩივიან, რომ ათეული წლებია ამ სიღარიბეში არიან. ძალიან ძნელია წლებით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, თუ ადამიანი 20 წელია სიღარიბეშია, 4 წელიწადში მისიმდგომარეობის გაუმჯობესება უძნელესია. თუმცა, „ქართული ოცნებამ" მნიშვნელოვნად გაზარდა სოციალური დახმარებები ღარიბი ოჯახებისათვის, ბიუჯეტის მესამედი მიდის სოციალურ დახმარებასა და ჯანდაცვაზე. ეს უპრეცენდენტოა არა მხოლოდ განვითარებად, არამედ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც. 2012 წელს პოლიტიკაში გამოჩენით ივანიშვილმა ქვეყანა სამოქალაქო ომს გადაარჩინა, ხალხი ისე იყო "ნაციონალებზე" გაბრაზებული, რომ არა არჩევნების გზით მათი ხელისუფლებიდან წასვლა, სამოქალაქო ომი გარდაუვალიც კი იყო.2012 წლიდან ჩვენ იძულებული ვიყავით კოჰაბიტაციის რეჟიმში გვეცხოვრა. კოჰაბიტაცია ნიშნავს შემთხვევას, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმრავლესობა განსხვავებული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებია . მას შემდეგ 2012 წლის არჩევნებმა უსისხლოდ ჩაიარა (თუმცა ამაში ნაცმოძრაობასარანაირი დადებითი როლი არ უთამაშია). 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიან ტრანსფორმაცია იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის , მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალების, ქართველი ხალხის და საერთაშორისო რეაქციის დამსახურება. გამარჯვების შემდეგ ქართული ოცნების მიერ უარის თქმა კოჰაბიტაციაზე ერთის მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე გამოიწვევდა უნდობლობას, მეორე მხრივ კი, ჩვენ შესაძლოა ანგარიშსწორების დამღუპველ პროცესში ჩავფლულიყავით.კოაბიტაცია ამ თვალსაზრისით უმცირესი ბოროტება იყო - თუ ამ ტერმინის პირდაპირ, პოლიტიკურ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ. მაგრამ ეს არ ნიშნავს წინა ხელისუფლების დროს ზოგიერთი დისკრედიტირებული ადამიანური რესურსების გამოყენებას სხვადსხვა უწყებებში. კოაბიტაცია არც დამნაშავეების პასუხისგებისაგან გათავისუფლებას ნიშნავს. უბრალოდ დემოკრატიული ხელისუფლებას მეტი ძალისხმევა სჭირდება, რომ დამნაშავის დანაშაულებები მყარი არგუმენტებით დაამტკიცოს და სათანადოდ დასაჯოს, რაც ადვილი ამოცანა  არ აღმოჩნდა, როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური გარემოებების გამო.

 

რ": რაც უფრო მეტად ახლოვდება არჩევნების დღე, უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ "ნაცმოძრაობა" არჩევნების შემდეგ რევოლუციისთვის ემზადება...


გ.მ: „ნაცმოძრაობას" არანაირი რევოლუციის რესურსი არ აქვს და არანაირი წინასწარი პირობები ამისთვის არ არსებობს. რევოლუციისთვის რიგი ფაქტორები აუცილებელია, რაც ჩვენს ქვეყნაში არ არსებობს და ძალიან კარგი რომ არ არსებობს.ამაში უდიდესი წვლილი სწორედ რომ არსებულ ხელისუფლებას მიუძღვის.„ნაცმოძრაობის" განზრახვა -ქვეყნის სტაბილური განვითარებაში არეულობა შეიტანოს, მიუღებელი და ამაზრზენია. არ მიკვირს რომ მათი ერთგული წევრების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პარტიას ტოვებს. სხვათაშორის, დარწმუნებული ვარ, რომ ეს სუს-ის ჩარევის გარეშე ხდება. ერთია სურვილი იყო პოლიტიკაში, თუნდაც არცთუ კარგი რეპუტაციის მქონე პარტიაში და მეორეა მონაწილეობდე საკუთარი ქვეყნის დანგრევის მცდელობაში. მცდელობას ვამბობ იმიტომ რომ რაიმე რეალურ შედეგზე გასვლა ნაცმოძრაობის მხრიდან არეულობის მოწყობისა ნულს უტოლდება. ნათქვამია ერთაიგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო. „ვარდების რევოლუცია 2" შეუძლებელია. ვერავინ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ "ნაცმოძრაობაში" ვიღაც და უპირველესად ოდესას თავშეფარებული მათი ლიდერი მართლა ფიქრობს და ემზადება არეულობის მოსაწყობად. .ერთადერთი, ვინც რევოლუციის სცენარში მოიგებს, კონკრეტულად ერთი ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი იქნება, სააკაშვილი ელაპარაკება თავის თანამზრახველებს, როგორ გააჩაღონ სისხლისღვრა საქართველოში. სხვა დანარჩენი კი განწირულია. მიხეილ სააკაშვილი ამ სცენარით აკაკი ბობოხიძეს, ნუგზარ წიკლაურს, გიგი წერეთელს და ა.შ. მსხვერპლად წირავს იმისთვის, რომ თვითონ პოლიტიკური შედეგიმიიღოს. სააკაშვილს მსხვერპლი სჭირდება თავისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად.მაგრამ როგორც ჩანს, ოდესიდან საქართველოში არსებული რეალობა კარგად არჩანს და მას უბრალოდ წარმოდგენა არა აქვს მოსახლეობის კრიტიკულად დიდ ნაწილში „ნაცმოძრაობის" და პირადად მის მიმართ როგორი აგრესიაა დაგროვილი. ავიწყდებათ არსებობა იმ ათასობით ადამიანისა, ვისთვისაც მათმა მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოუტანა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner