ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა FACEBOOK-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„გონივრულ ეჭვს გამოვთქვამ, რომ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება ნაციონალური მოძრაობის მიერ დადგმული უნიჭო სპექტაკლია. დააკვირდით აფეთქების დროს: რამდენიმე წუთით ადრე „რუსთავი 2"-ის ეთერში ნაცმოძის პრეზენტაციის დაწყებამდე და რამდენიმე საათით ადრე იმავე ნაცმოძის მიერ 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციამდე. ძალიან უნიჭოები ხართ, ნაცებო! სხვა დრო მაინც შეგერჩიათ გივის „ასაფეთქებლად." როდის უნდა ისწავლოთ ჭკუა, თქვე „გივიაფეთქებულებო", -წერს ხუბუა.