„საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის" საორგანიზაციო ჯგუფი ხელმძღვანელი გიორგი ფარეშიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ბოლო დროს განვითარებულ აქტუალურ მოვლენებს ეხმაურება. ფარეშიშვილი კომენტარს აკეთებს თსუ-ში არსებულ ვითარებაზე, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, თურქეთში მომხდარ ტერორისტულ ფაქტზე...
„დაიწყო დიდი მარხვა, რომელიც გოლგოთაზე გადის და აღდგომით, ანუ სიკვდილზე და ბოროტებაზე გამარჯვებით დასრულდება, იმედით ,რომ ტანჯვას, წამებას და მოყვასისთვის თავგანწირვას მოაქვს უკვდავება. სწორედ ამიტომ, რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურები:
1. არავის საქმე არ არის, ვინ - ვისთან, როდის, რატომ, რა სტატუსით და აშ.... შეხვდება. დამთავრდეს ამ მდაბიო საქციელებით ადამიანების განადგურება.
2. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდათ ჟურნალისტებს და ზოგადად ქვეყნის უმრავლესობას ამ უმსგავსოებაზე.
3. ნუ შევაწმენდთ ხელებს IPN. ს რადგან შეცდომა ყველას მოსდის. ეს არის საინფორმაციო სააგენტო, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობი და ეს ნდობა მათ საქმით დაამტკიცეს წლების მანძილზე.
4. იმედია, ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში რეაგირება იქნება ადეკვატური და საქმის გამოძიება ბოლომდე მიყვანილი.
5. ტერორიზმი გამოუთქმელი ბოროტებაა, ვის წინააღმდეგაც უნდა იყოს მიმართული. ვუსამძიმრებ თურქ ხალხს ანკარის ტერაქტის გამო და ცალსახად ვგმობ ტერორიზმს.
6. იმ მოვლენებს, რაც ხდება უნივერსიტეტში, აქვს რამდენიმე მხარე: სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფლად გამოხატონ აზრი, მოითხოვონ მათი უფლებების დაცვა და შეხედულებების პატივისცემა, დადგნენ ერთად და ღამეები ათენონ იდეის მხარდასაჭერად, ასევე მხარი აუბეს მათმა კოლეგებმა სხვადასხვა სასწავლებლებიდან, რაც ქმნის ერთი იდეის გარშემო შეკრებილ დიდ ძალას, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ე.წ. მეორე მხარესაც ხალხია და მათაც თავის სიმართლე აქვთ. რასაც ვაკვირდები მინდა იმედი გამოვთქვა, რომ არცერთი ძალა არავისგან მართული არაა და ეს ტრადიციული ქართული თავისუფალი სულის გამოხატულებაა, რაც ყოველთვის ახასიათებდა ჩემს ერს. ფაქტია რომ ე.წ. თვითმმართველობების მანკიერი პრივილეგირებული სისტემა შესაცვლელია და რეალურად უნდა იცოდეს ყველა მსგავს არჩევით თანამდებობაზე მყოფმა ადამიანმა, რომ ის დაქირავებულია ხალხის მიერ და მოუსმინოს ხალხს. იმედს გამოვთქვამ, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის და ეს საპროტესტო გამოსვლები იქნება მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ვაჩვენოთ კვლავ ერთობის და სიმშვიდის მაგალითი ყველას, რადგან მიმაჩნია რომ ძალიან კარგი თაობა ჰყავს ჩემს ქვეყანას და ამას ისინი ბევრჯერ დაამტკიცებენ. დიალოგს და ერთმანეთის მოსმენას ალტერნატივა არ აქვს ამიტომ ვიმედოვნებ, ეს პრობლემაც ასე გადაწყდება.
7. ვეცადოთ, მხოლოდ საკვების კუთხით ნუ გავამახვილებთ მარხვაზე აქცენტს და ერთმანეთის „დაჭმისაგანაც" თავი შევიკავოთ. ასევე ნაკლები განკითხვა სხვების
„და განცდაი თვისთა ცოდვათა"...
გავიღიმოთ...
არ დაგვავიწყდეს, ეს 13 ივნისის „მზიურის" თაობაა...
მათ კარგად ესმით ერთსულოვნების ფასი" , - წერს ფარეშიშვილი.