logo_geo
eng_logo
სოფელ დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი წევრი პასუხისგებაში მისცეს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 10:59



დიდ ნეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის" 2 წევრს ბრალი წაუყენეს. ამის შესახენ „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.



შსს- სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდინეძში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 2 წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 162- პრიმა მუხლით (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა), ბრალი წაუყენეს და პასუხისგებაში მისცეს", - აცხადებენ შსს-ში.



1 ოქტომბერს, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის სამი წევრი ზუგდიდის რაიონის სოფელ დიდ ნეძში სცემეს. „ქართული ოცნების" წარმომადგენელ მერი შენგელაიას ინფორმაციით, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.


 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner