logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გეგმა თანდათანობით აშკარავდება
- +

15 მარტი. 2016. 16:11


„სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული გეგმა თანდათანობით აშკარავდება", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასა და თსუ-ში მიმდინარე პროცესებს შორის პარალელს ავლებს. როგორც კაკაბაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ფაქტებს სერიოზული გამოძიება სჭირდება და ხელისუფლებამ შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.


„არ გამოვრიცხავ, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები და კადრების გავრცელება რაღაცნაირად იყოს ერთმანეთთან კავშირში. ამიტომ, ამას ძალიან სერიოზული გამოძიება სჭირდება. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ბუნებრივი პროტესტებიც არსებობდეს. მაგრამ, როდესაც ასეთი საეჭვო დამთხვევები ხდება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გეგმა თანდათანობით აშკარავდება. ყოველ შემთხვევაში, კადრების გამოქვეყნება რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია,  ამაზე არავინ კამათობს. ამას ერთვის თუ არა უნივერსიტეტის პროცესებიც, ესაა გასარკვევი.

 

უნივერსიტეტში, შესაძლებელია, სტუდენტების ურმავლესობა არ იყოს საქმის კურსში, რა ხდება, მაგრამ გარკვეულწილად, აქ რომ მართვის ელემენტები იჩენს თავს, ეს აშკარაა. ჩანს, რომ მათ უკან რაღაც ძალები დგას. ამას შესაძლებელია, სტუდენტები ვერ აცნობიერებდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ ის, რაც დღეს უნივერსიტეტში ხდება, არ არის არც სტუდენტების ინტერესებში, არც უნივერსიტეტის კეთილდღეობის ინტერესებში", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

 

თუ ვინ შეიძლება იდგას აღნიშნული ფაქტების უკან, ნანა კაკაბაძე ვერ აკონკრეტებს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner