logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ვფიქრობ, დღეს ნაცები რაღაც დიდ პროვოკაციას განახორციელებენ...
- +

5 ოქტომბერი. 2016. 11:41



ჟურნალისტი ზაზა დავითაია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს დაგეგმილ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:



„ვფიქრობ, დღეს ნაცები რაღაც დიდ პროვოკაციას განახორციელებენ... არანაირ კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, უბრალოდ, ვფიქრობ - ესენი ხომ ყველაფერზე წამსვლელები არიან! ვინ იცის, იქნებ, შუა მიტინგზე ბომბიც ააფეთქონ, თავიანთივე მომხრეები დახოცონ და შეიარაღებული გადატრიალების დაწყების საბაბად სწორედ ასეთი ბინძური საშუალება გამოიყენონ.. ასე რომ, დღეს ცნობისმოყვარეობის გულისთვისაც ნურავინ გახვალთ ნაცების მიტინგზე! ჯერ ერთი, მათი ბანდის სათვალავში არ მიათვლევინოთ თავი და, მეორეც, პროვოკაციას და საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდით! ყველაფერი ვიღონოთ, რათა ეს კრიმინალური ბანდა მშვიდობიანად გავისტუმროთ ისტორიის სანაგვეზე!" - წერს ზაზა დავითაია.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner