logo_geo
eng_logo
ექსპერტები გივი თარგამაძის მანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე მუშაობენ
- +

5 ოქტომბერი. 2016. 11:57



საგამოძიებო ჯგუფები ყველა იმ ვიდეოკამერის ჩანაწერებს ამუშავებენ, რომლებმაც აფეთქებამდე, გივი თარგამაძის მანქანის გადაადგილება დააფიქსირეს.


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.


მისივე თქმით, მომხდართან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ხუციშვილის განმარტებით, ამჟამად საგამოძიებო სტრუქტურაში რამდენიმე პირის დაკითხვა მიმდინარეობს.

 

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ", - აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.


გუშინ, ყოფილი „პირიმზის" შენობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. აფეთქების დროს ავტომობილში თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner