ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ახლა ვკითხულობ გუშინდელ აფეთქებასთან დაკავშირებით დადებულ სტატუსებს. თქვენი გამკვირვებია, ხალხო, 7 წუთში ეთერში როგორ გამოიყვანეს გივიაო. არ იცით, რომ „რუსთავი-2"-ის არქივში ინახება წარღვნამდე 7 წუთით ადრე ნოესთან ექსკლუზიური ინტერვიუ, კენედის მკვლელობიდან ზუსტად 5 წუთში ლი ჰარვი ოსვალდის ჩართვა, ვატერლოოს ბრძოლის ბოლო ფაზის ამსახველი კადრები ვიღაც ახალბედას წაუშლია და ამის გამო ის ჟურნალისტი ნაპოლეონთან ერთად გადაასახლეს ელბაზე, ამან იმით გამოისყიდა დანაშაული, რომ ბონაპარტე ჩაუშვა - გადატრიალებას ამზადებსო, დაუფასეს და წმ. ელენეს კუნძულზე აღარ გაუშვეს. რაო? მაშინ „რუსთავი 2" არ იყოო, როგორ გეკადრებათ, ბატონებო, „რუსთავი 2" ყოველთვის იყო, არის და იქნება..." - წერს თამაზ ჩიქვანაია.