logo_geo
eng_logo
მერაბ გაბინაშვილი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,როდესაც მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ჩამოაცილა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:01



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა მერაბ გაბინაშვილმა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავის დროზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ჩამოაცილა.



მისივე თქმით, ახვლედიანის სასამართლოს თავმჯდომარეობდან გათავისუფლების მიზეზი სასამართლო სისტემაში ძალიანი არაეფექტური მმართველობა და მენეჯმენტი გახდა.



საზოგადოებამ დაინახა, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, როდესაც ის დროულად ჩამოაცილა ადმინისტრაციულ ფუნქციებს. ეს არის ეთიკის ნორმების ძალიან მძიმე დარღვევა. ადამიანი, რომელიც გვევლინება რეფორმატორად და თითს უქნევს სასამართლოს, ჭკუას არიგებს მოსამართლეებს, შეურაცხმყოფელი ტონით საუბრობს კოლეგების კომპეტენციებზე იმ დროს, როდესაც თავად თავმჯდომარე იყო.

როდესაც ჩვენ მამუკა ახვლედიანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ, ის გამწესდა სისხლის სამართლის კოლეგიაში მოსამართლედ და დაეწერა არსებითად განსახილველი სისხლის სამართლის საქმეები, მაგრამ როგორც კი იგრძნო პასუხისმგებლობა საქმეებზე გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მაშინვე მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. მან ვერ აიღო ეს პასუხისმგებლობა, რადგან არასოდეს ჰქონია ეს პასუხისმგებლობა აღებული, რადგან როდესაც იგი მოსამართლე იყო, არ იხილავდა სისხლის სამართლის საქმეებს არსებითად. მან მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოითხოვა უფლებამოსილების შეწყვეტა, როგორც მოსამართლემ. ჩვენ მასთან შეხვედრა მოვინდომეთ და დავინტერესდით, რატომ სურდა უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა მან ჩვენთან შეხვედრა არ მოინდომა, ამის შემდეგ მას იუსტიციის საბჭომ პირადი განცხადება დაუკმაყოფილა", - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

 

 

მერაბ გაბინაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიზეზი გვარამია-ახვლედიანის ფარული ჩანაწერი გახდა. მისივე თქმით, ახვლედიანმა დაარღვია სამოსამართლეო ეთიკა და მოსამართლეთა კომუნიკაციის წესი, რომლის დარღვევაც, მისივე თქმით, ძალიან მძიმე ფაქტია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner