logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: თარგამაძის ლიკვიდაცია ხელს აძლევდა „ნაცმოძრაობის“ უკრაინული პასპორტის მქონე პოლიტიკურ ცხოველს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:06



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


 

„ის, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი ფაქტი. შესაბამისი ორგანოები აუცილებლად გამოიძიებენ აღნიშნულ საქმეს. დაზარალებულების გამოჯანმრთელებისთვის ვილოცოთ და ვიმედოვნებ, მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.

 

რამდენიმე მოსაზრება გამაჩნია, თავად გივი თარგამაძის პოზიციასთან მიმართებაში, რომ აფეთქება მოაწყვეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეს პოზიცია არის უსუსტესი და უარგუმენტო:

 

1. გივი თარგამაძე  უკვე კარგა ხანია აღარაა საიტერესო ფიგურა თვითონ „ნაციონალებში". რაც სააკაშვილი წავიდა უკრაინაში, არასოდეს ჩასულა მასთან. როგორც ცნობილია, ნაციონალთა გურუსა და მას შორის განხეთქილება არახალია, ძველია...

 

2. ხელისუფლებას არანაირად არ აწყობდა, ამ აფეთქებით გივის პოლიტრეანიმაცია და მუხტის აწევა, ეს ვისაც აწყობდა, თავად თარგამაძემ იცის ჩემზე კარგად! დიახ, აწყობდა მის ყოფილ თუ ახლანდელ მეგობრებს, რომ როგორმე მუხტი აეწიათ! გადახედეთ პრესას, სადაც რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი საურობდა, რომ თუ „ნაცმოს" დასჭირდა, აუცილებლად გაწირავდა ვინმე თავისიანს... გივის ისევ ის გივი ეგონა თავი... რას იზამ, ყველა ვცდებით! განსაკუთრებით ღვინის და მეგობრების შერჩევისას!

 

3. კარგია, რომ გივი თარგამაძე გადარჩა, რადგან მიუხედავად იმისა, თუ ვის ადებს ხელს, თავად ხომ კარგად იცის, რომელი პარტიის ხელწერაა აფეთქება, მკვლელობები, გატაცება, ტერორი... რაც არ უნდა იძახოს თარგამაძემ, „ოცნებამ" ამაფეთქაო - ესაა საგარეო მოხმარების მესიჯი, გულში კი იცის, ვინ გაწირა და რა მერკანტილური მიზნისთვის...

 

4. თარგამაძის საჯარო ლიკვიდაცია ხელს აძლევდა მხოლოდ „ნაცმოძრაობის" უკრაინული პასპორტის მქონე პოლიტიკურ ცხოველს. მან ამ აფეთქებით (მისი მოკლე ჭკუით) წაუგებელი თამაში ითამაშა: A) აფეთქება დააბრალა „ოცნებას"; B) დაზარალებული თარგამაძეც და პოტენციური მკვლელიც ერთ აზრზე დადგნენ, უფრო დროებით; C) ასე ნანატრი მუხტის აწევა დღევანდელი მიტინგისთვის და წინასაარჩევნოდ; D)დასავლეთისთვის, ბონუსად „ოცნების" მკვლელად წარმოჩინებისთვის და ა.შ.

 

P.S. თარგამაძემ ნამდვილად არ იცოდა, თუ მიშამ გაწირა და თან სასიკვდილოდ. ძალიან კარგია, რომ გადარჩა, იმედია, ამ ტრაგედიის შემდეგ მიხვდება, რომ ჩვეულებრივი, გასაწირი პაიკი იყო სააკაშვილის საჭადრაკო დაფაზე. მითუმეტეს, რომ მიშას ბინძურ საქმეებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი) გივიმ ბევრი იცის...

 

ეჭვიც არ მეპარება, რომ ძალიან უნდოდა მიშას, მიტინგი გივის გადიდებული სურათის ფონზე, ჩართვით გაეკეთებინა ოდესიდან, აეწია ეს მუხტი... მართლა ძალიან კარგია, რომ გივი თარგამაძე გადარჩა, ვიმეორებ, ჩემზე კარგად იცის, ვინც შეუკვეთა...

 

P.P.S. არარაობა მიშამ, რაღაც იდიოტობა თქვა და ისიც ცხონებულ ნემცოვს დააბრალა. ვინ წავა და ჰკითხავს ახლა ნემცოვს, მართლა უთხრა თუ არა მან რამე მიშას...

 

„ნაციონალებს" გაფრთხილებთ: ეგ ისეთი ჭირია, რომ ოღონდ სკამზე მოვიდეს და თქვენც გაგწირავთ... მაგალითი? რამდენიც გნებავთ! თქვენ ჩემზე უკეთ არ იცით ნაძირალას ნაკეთები „საქმენი საგმირონი"?!" - წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner