logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი: როცა ვინმეს აფეთქება უნდათ, ბომბს უკან, საბარგულის ქვეშ ამონტაჟებენ?
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:13



ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


 

„კითხვების დასმაც არასერიოზულია? რადგან დღეს აღარც ჟურნალსტი ვარ და აღარც პოლიტიკოსი (ერთი უმუშევარი კაცი ვარ), ამიტომ გავბედავ. მაგალითად: ვის რაში შეიძლება აწყობდეს თარგამაძის მკვლელობა? ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამ აფეთქებამ? შეიძლება თუ არა, წინასარჩევნოდ სიტუაციის არევა აწყობდეს ხელისუფლებას? გამოიწვევს თუ არა ეს აფეთქება მუხტის აწევას და დღევანდელ აქციაზე უფრო მეტი ადამიანის მისვლას? როცა ვინმეს აფეთქება უნდათ, ბომბს უკან, საბარგულის ქვეშ ამონტაჟებენ? გაზზეა თუ არა მანქანა, ამის გასარკვევად საკმარისია თუ არა მხოლოდ ამ საბარგულში ჩახედვა? როცა ადამიანის მკვლელობას გეგმავ, უნდა გაარკვიო თუ არა წინასწარ, ჩვეულებისამებრ სად ჯდება ის, წინ  თუ უკან? არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელსაც უკვე აქვს წინასაარჩევნოდ ტერაქტების გათამაშების გამოცდილება? არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" ის ძალა, რომელმაც 2008 წელს ხურჩაში სწორედ არჩევნების წინა დღეებში ტერაქტი დადგა და მოსახლეობის საფრთხეში ჩაგდებას არ მოერიდა (ერთი ქალი დაიჭრა კიდეც)?

 

არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ კითხვებს ვსვამ. თუ რომელიმე ზემოთ დასმული კითხვა არალეგიტიმურია, მითხარით. სხვა მხრივ კი დაველოდოთ გამოძიებას. გასაგებია, რომ ყველა კითხვა „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით არის, მაგრამ ხელისუფლებას ჯერ არაფერი უთქვამს ამ ამბავზე, შესაბამისად, კითხვებიც მერე გაჩნდება. და ბოლოს, ერთ კითხვას თქვენც დაგისვამთ: თქვენი აზრით, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" დღეს საქართველოში ყველაზე დესტრუქციული ძალა, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის?" - წერს მერაბ მეტრეველი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner