logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: ამ აფეთქების ორგანიზატორები ისეთივე მავნებლები არიან, როგორიც ჟვანიას მკვლელები
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:16



მწერალი პაატა ქურდაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:


 

„ეს აფეთქება თავისი ანტისახელმწიფოებრივი მავნებლური მნიშვნელობით ისეთივე მასშტაბისაა, როგორიც ზურაბ ჟვანიას მკვლელობა. მისი ორგანიზატორები კი ისეთივე მავნებლები, როგორიც ჟვანიას მკვლელები. მე, რა თქმა უნდა, არ ვიცი, ვინ არიან ისინი, სამაგიეროდ კარგად ვხედავ, ვინ არის ამ ტერორისტული აქტის ბენეფიციარი - არჩევნებამდე სამი დღით ადრე.

 

არგუმენტი, რომ თითქოს ხელისუფლება ამით „ნაციონალების" ამომრჩეველს აშინებს, არის ყველაზე დიდი იდიოტობა, რაც დღეს ადამიანს შეუძლია თავში მოუვიდეს. თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ შეშინებული ნაც-ფანატიკოსები ამ ტერაქტის გამო 8 ოქტომბერს „ქართულ ოცნებას" მისცემენ ხმას, ვურჩევ, ფსიქიატრს მიმართოს - რაც მე ტერაქტების გამოცდილება მაქვს, ღმერთმა გაშოროთ - მაგრამ საფრანგეთში ნებისმიერი მცხოვრები გეტყვით, რომ ყოველი ტერაქტის შემდეგ - განსაკუთრებთ პირველ დღეებში, ადამიანები მსხვერპლის მიმართ სოლიდარობით შედუღაბებულნი ხდებიან. შიში მოგვიანებით ჩნდება.

თარგამაძის მანქანის აფეთქება - არჩევნებამდე, არც მეტი - არც ნაკლები, ზუსტად ოთხი დღით ადრე - ვისი მოწყობილიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია, ხელისუფლების წისქვილზე ასხამდეს წყალს - პირიქით. მეტიც, ეს ტერაქტი უფრო შემთხვევითი გამვლელის დაზიანებაზე ორიენტირებულს ჰგავს, ვიდრე თავად თარგამაძის. ამდენად, ის ბევრად უფრო საზარელი დანაშაულია, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკურაქცენტიანი კრიმინალური ანგარიშსწორება.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო ხვდება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ამბის სწრაფად გამოძიება და გახსნა. თუმცა, ფაქტია, არჩევნები თარგამაძის ტერაქტის ნიშნის ქვეშ ჩაივლის და ეს ძალიან, ძალიან ცუდია. იმედი მაქვს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე მართლაც აღარ ემუქრება", - წერს პაატა ქურდაძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner