logo_geo
eng_logo
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 12:44



ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შედეგად დაშავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ბოლო მონაცემებით, სტაბილური დინამიკა აღენიშნება ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებულ პაციენტს.

 

31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. სტაბილურია ასევე 69 წლის ქალბატონის მდგომარეობა. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. შუახნის ქალბატონს უკვე ჩაუტარდა თავის კვლევა. ამჯერად დაკვირვებისთვის ამტელ ჰოსპიტალის" ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

მსუბუქი დაზიანება აღენიშნება ასევე ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულ 59 წლის ქალბატონს. ის თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში.

 

სტაბილურია დამწვრობის ცენტრში მოთავსებული 47 წლის მამაკაცის მდგომარეობაც, მას სხეულის ზედაპირის 5-7 %-იანი, I-II ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. „ნიუჰოსპიტალში" მოთავსებულმა პაციენტმა კი სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. 37 წლის მამაკაცი მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევის შემდეგ მედიკოსებმა ბინაზე გაწერეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner