თსუ-ს რექტორი ლადო პაპავას განცხადებით, უნივერსიტეტის ტეროტორიაზე უცხო პირები შეინიშნებიან:
„წესრიგის აღდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ სტუდენტების მიერ ნებაყოფლობითი გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც შემოვლენ ჩემთან კომუნიკაციაში და რაღაც საკითხებზე შევთანხმდებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ერთადერთი თემა, რომელიც არ განიხილება, არის რექტორის გადადგომა. როგორ შეიძლება ძალით სტუდენტების გამოყვანა, ეს უნივერსიტეტი ყველასია, მათ შორის სტუდენტებისაც. მინდა მჯეროდეს, რომ უნივერსიტეტში მყოფი პირები სტუდენტები არიან, მაგრამ ფაქტია, რომ უნივერსიტეტის შენობაში გამოჩნდნენ არა მხოლოდ ჩვენი სტუდენტები, არამედ უცხო პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ სტუდენტობასთან. ძნელი გასარჩევია, ვინ არიან, საიდან არიან. შუბლზე არ აწერიათ, ვინ არის ჩვენი სტუდენტი, მაგრამ დაფიქსირდა, რომ უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უცხო პირები არიან", -განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.