logo_geo
eng_logo
„აფეთქების დროს გივი თარგამაძე მანქანაში არ მჯდარა“ - ლევან კოჭლოშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:03



არასამთავრობო ორგანიზაცია „ივერიელების" ხელმძღვანელი ლევან კოჭლოშვილი postalioni.com-თან ინტერვიუში სკანდალურ განცხადებებს ავრცელებს და ამბობს, რომ დეპუტატ გიორგი თარგამაძის მანქანის აფეთქების დროს თავად თარგამაძე მანქანაში არ მჯდარა. „რეპორტიორი“ უცვლელად გთავაზობთ ამ ინტერვიუს, თუმცა, შეიძლება, არ ეთანხმებოდეს რესპონდენტის მოსაზრებებს.


- ეს არ არის რიგითი პროვოკაცია. „ასავალ-დასავალის" მეშვეობით, დაახლოებით 2 თვეა ვსაუბრობ, რომ „ნაციონალები" წინასაარჩევნოდ გეგმავენ მიზანმიმართულ პროვოკაციებს. ბოლო პერიოდში მქონდა  საუბარი მასზედ,  რომ ისინი აპირებდნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას და  ეს უნდა დაემთხვიათ „ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი აქციისთვის. მიზანი იყო ის, რომ იქ სამოქალაქო დაპირისპირება მომხდარიყო. ამის  საფუძველზე უნდოდათ მათ შიარაღებული დაპირისპირების ინსცენირების მოწყობა. იარაღს მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან გადაიტანდა აფხაზეთში, საიდანაც  მეგის ქარდავას ხალხის დახმარებით შემოიტანდა საქართველოში  და სისხლისღვრაც დაიწყებოდა. ასეთი არის მათი გეგმა, რომლის შესახებაც ჩემთვის დიდი ხანი ცნობილია, ვახმაურებ, მაგრამ არავინ ინტერესდება.


- გინდათ მითხრათ, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება ამ გეგმის ნაწილია და ამას სხვა მიზეზი არ აქვს?


- გეტყვით, რატომ „აფეთქდა" გივი თარგამაძის და არა სხვისი ავტომანქანა.  გარკვეული პერიოდის წინ, მან აქტიურად დაიწყო  კრიტიკული საუბარი კანონიერ ქურდებზე, რომელთაც თითქოს კახი კალაძე მფარველობდა. ასევე საუბრობდა, რომ სუს-ის მოადგილე იოსებ გოგაშვილი იყო ძალადობრივი დაჯგუფებების ხელმძღვანელი. თარგამაძემ წინასწარ შეიქმნა იმიჯი, რომ ის იყო კრიმინალების მამხილებელი პიროვნება და ვითომ კახი კალაძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და რაღაცა გარკვეული ტიპის დაჯგუფებებმა ის მკაცრად დასაჯეს. მას უნდა, რომ ამით დარტყმა მიაყენოს კახა კალაძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. გათენდება და თქვენ ნახავთ  „ნაცმოძრაობის" განცხადებას. პირველ რიგში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისკენ გაუშვებენ გზავნილებს და დაადანაშაულებენ მას.

 

 

- ფაქტიურად, კოლმეურნეობის მოედანზე  რა მოხდა?


- ძლიერი აფეთქების შემდეგ ვხედავ, რომ  ადამიანს შუბლზე მხოლოდ ნამსხვრევები აქვს  მოხვედრილი, ამ დროს ავტომანქანა უკანა მხარეს გაგლეჯილია. ეს იმას ნიშნავს, რომ სადაც მანქანის გარსია გახეთქილი, იქ მცირე ტროტილის მოცულობა უნდა ყოფილიყო. ასეთი აფეთქების დროს, მანქანაში მჯდომ ადამიანებს ყურებიდან აუცილებლად უნდა წამოსვლოდათ სისხლი, რადგან იქნება დიდი წვევა, მაგრამ დამეთანხმება ყველა, რომ ასეთი იქ არაფერი მომხდარა. გარეთ მყოფი ადამიანები კი იმიტომ დაზიანდნენ, რომ წნევის ზეწოლა შიგნიდან კი არა, გარედან მოხდა.


- ეს რას ნიშნავს?


- ეს ნიშნავს იმას, რომ მანქანაში ბომბი შიგნით არ იყო და აფეთქდა მართვის დისტანციური ასაფეთქებელი.  ეს ხდება კოლმეურნეობის მოედნის უკანა მხარეს, რომელ ადგილზეც  ამ დროს არის ხოლმე უფრო მეტი ხალხი, ვიდრე კოლმეურნეობის მოედანზე. ანუ ხალხმრავალ ადგილზე მიზანმიმართულად მოხდა მისი ამოქმედება. იქვე არის მაღაზია „ნიკორა",  რამდენიმე დაწესებულება, რომელთაც აქვთ გარე სათვალთვალო კამერები, მაგრამ  ამ კამერის არც ერთი ჩანაწერი არანაირი ინფორმაციის მომცემი არ არის.  კამერებს შეეძლოთ მხოლოდ იმის დაფიქსირება, თუ როგორ აფეთქდა მანქანა. მე თქვენ გეუბნებით, ეს მანქანა აფეთქებულია გარე ძალების მიერ. გარე ძალებში ვგულისხმობ „ნაცმოძრაობას" და უბრალოდ მანქანაში მჯდომ ადამიანებს არ მოუხდენიათ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი, რაც ყველაზე მთავარია, გივი თარგამაძე ამ მანქანაში არ მჯდარა, მე ამ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ.


- ის ამბობს, რომ იჯდა და ამას საიდან ამტკიცებთ?


- გეუბნებით, რომ არ მჯდარა. რომ მჯდარიყო,  ამ დონის აფეთქების  შემთხვევაში გივი თარგამაძე დღეს არ იქნებოდა ცოცხალი. თუ რომელიმე საგამოძიებო უწყება დაინტერესდება, საიდან ვაცხადებ ამას, ნებისმიერ დროს შემიძლია ჩვენება მივცე.


- ვინ იჯდა მანქანაში აფეთქების დროს?


- გივი თარგამაძე არ მჯდარა.   ვინ იჯდა, ამას შეგნებულად არ გეტყვით.

 

- საერთოდ ვინმე იჯდა მანქანაში?


- მოდით, დავიტოვებ დუმილის უფლებას და ამაზე პასუხს სამართალდამცავებს გავცემ.


მე ახლა გესაუბრებით ერთი, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის დანაშაულებრივ ქმედებებზე და საქვეყნოდ ვაცხადებ, ამ კონკრეტული ორგანიზაციის წარმომადგენელი მანქანაში არ მჯდარა. ვერც ერთი ექსპერტი მსოფლიოში ვერ დაადასტურებს იმას, რომ მანქანის უკანა ნაწილში მოხდა ასეთი აფეთქება და იქ მყოფ ადამიანს მოხვდა მხოლოდ ნამსხვრევები. სასამართლოზეც შემიძლია დავადასტურო, რომ გივი თარგამაძე ის კაცია, რომელიც კონკრეტულ მდგომარეობას ყოველთვის იყენებს სათავისოდ.


- თქვენ ამბობთ, რომ იმ გეგმის ამოქმედება დაიწყო, რომელზეც იძახდნენ, სააკაშვილმა უკრაინაში დაწერაო?


- ეს გეგმა დიდი ხანია ხორციელდება. ძალიან ფრთხილად ეკიდება დღევანდელი ხელისუფლება ამ თემას. შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ: თელავის რაიონში არის სოფლები - ლაფანყური და ართანა, სადაც ორი კვირის განმავლობაში დადიოდნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ აშენებდნენ ჰესს, რომლის აშენების შემთხვევაშიც სოფელს აღარ უნდა მიწოდებოდა წყალი.  იცით, ამის გამო რა მოხდა? ამ სოფლის წარმომადგენელს ძალიან კარგად ვიცნობ. ჩავედი, დავიწყე მოკვლევა, მასალები და ინფორმაცია გამოვითხოვე მუნიციპალიტეტიდან - არავის აღმოაჩნდა. არც  ინფორმაცია ჰქონდათ, რომ იქ შეიძლებოდა ჰესი ან მსგავსი რამ გაკეთებულიყო. ეს ყველაფერი მიზანმიმართული გახლდათ ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისკენ. მისი დისკრედიტაცია უნდა მომხდარიყო. მოკლედ, მთელი სოფელი საუბრობდა იმაზე, რომ ჰესს აშენებდნენ და წყლის გარეშე უნდა დაეტოვებინათ ხალხი.


მე ვიცი, რომ სამეგრელოში და ზუგდიდშიც ხდება ასეთი პროვოკაციები და სხვაგანაც. დიდიხანია ვსაუბრობდი ამაზე, რომ დაიწყებოდა ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნება, რომელიც „ნაცმოძრაობის" წიაღში იყო აღმოცენებული და აი, გუშინ, ნიკა გვარამიამ აღიარა, სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს რომ იწერდა. თქვა,  ჩემი ჩაწერილიაო.  5 ოქრომბერსაც  მოხდება გარკვეული სახის პროვოკაცია.


- ამ დღეს  ნაცმოძრაობა" აქციას ატარებს ვარდების მოედანზე და იქ მოხდება რაიმე? 


- მე გეუბნებით, რომ დღეს აუცილებლად მოხდება მორიგი პროვოკაცია. გარდა ამისა, გუშინდელი ფაქტი, დღეს, „ნაციონალებისთვის" იქნება აქციაზე მუხტის ასაწევი.


- მაინც რა მოხდება, იქნებ მინიშნებით მაინც შეგვატყობინოთ, ან სამართალდამცავებს უთხრათ, რომ დროულად აღკვეთონ?


- არ ვიცი, ეს იცით თუ არა, მაგრამ კოლმეურნეობის მოედანზე, აფეთქებიდან 7 წუთში „რუსთავი 2"-ის კამერები იქ უკვე მუშაობდა. ვერ გეტყვით, ჟურნალისტური ეთიკა რამდენად მოგცემთ ამის საშუალებას, მაგრამ ჩემი აზრით, „ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშ მოქცეული ტელევიზია წინასწარ იყო ინფორმირებული, რაც უნდა მომხდარიყო კოლმეურნეობის მოედანზე და ნიკა გვარამიას დონეზე იყო გადაწყვეტილი ეს ამბავიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შსს-მ და შესაბამისმა უწყებებმა დროულად უნდა იმოქმედონ, იმიტომ, რომ სახელმწიფო დგას უკანონო რევოლუციის წინაშე. ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანებისთვის მიუღებელი წრე აპირებს გადატრიალებას. ამიტომაც, თქვენი საშუალებით, შესაბამის უწყებებს მოვუწოდებ, უმკაცრესად დასაჯონ ყველა ის პირი, რომელზეც მე დადასტურებით გეუბნებით, რომ აქვთ ინფორმაცია პროვოკაციებთან დაკავშირებით. კარგად ვეცნობი ქართულ მედიას და იქ ბევრი ადამიანია დასახელებული, რომელზეც არსებობს ინფორმაცია, რომ აპირებენ გადატრიალების მოწყობას. ნიკა გვარამიაზე უნდა დაიწყოს სამართლებრივი დევნა.  თუ ხელისუფლება, სამართალდამცავები გულხელდაკრეფილები დაჯდებიან,  მე პირობას ვიძლევი თქვენი სააგენტოს საშუალებით,  რომ აუცილებლად, ქართველი მოსახლეობა მათ შესაბამის პასუხს გასცემს და შეიძლება ეს იყოს ძალადობრივი პასუხი. არ გვინდა მე და ჩემს მეგობრებს, მოძალადეები ვიყოთ, ამიტომ ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, არ აღმოჩნდნენ უსუსურები და იხსნან ქვეყანა კატასტროფისგან.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner