logo_geo
eng_logo
ირაკლი კაკაბაძე: ახლა რაღას იტლიკინებთ პროვოკატორი ნაცები?
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:11



მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და სტატუსს აქვეყნებს:


„სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალი დარჩაო", - პირდაპირ გვეუბნება „რუსთავი 2"-ის წამყვანი. ანუ თურმე „სამწუხარო" ყოფილა, რომ ჩვენი ლოთი გივია (ვასილიჩი) ცოცხალი გადარჩა. არა, ბატონო გიორგი, სამწუხარო კი არა - ბედნიერი შემთხვევითობაა - და ალბათ, თქვენმა იმ „თლა უფროსმა" სხვანაირად დაგეგმა ეს ამბავი და რომ შემთხვევით გადარჩა ჩვენი დოყლაპია გივია - ამაზე ნუ წუხართ - ეს პირიქით, ძალიან კარგია. თქვენ კი, ნამდვილად გაიყიდეთ - ფსიქოანალიზის პრაქტიკის არ იყოს - რაც გინდოდათ, ზუსტად ის თქვით დაძაბულ პერიოდში და რომ არ აგიხდათ თქვენი ოცნება, რომ პოლიტიკური მკვლელობა მომხდარიყო და მეორე დღეს აგეტეხათ დიდი „რევოლუციური" ამბავი. მერე თქვენ თვითონვე ამტკიცებთ, რომ ახლა გამოვლენ „ვიღაცეები" და „იტყვიან, რომ გივიმ თვითონ აიფეთქა თავიო". - არა, ბატონო, სულ არ არის აუცილებელი, გივის თვითონ აეფეთქებინა თავი - ის ამას არ იზამდა - ასეთი კამიკაძე არასდროს ყოფილა გივია. არა, უბრალოდ, ოდესაში მყოფ ადამიანებს შორის არის ისეთი, ვინც ასეთი ტერაქტების დაგეგმვაში ოსტატია და რომელიც დაბეჯითებით ამბობდა, რომ „რევოლუციური სცენარი" აუცილებელია და რომ ამისთვის „ერთი კაცი მაინც რომ მოკვდეს", ეს არაფერია. აი, ზუსტად ახდა ეს ყველაფერი - ერთი დეტალის გარდა - ღმერთმა გადმოგვხედა და ჩვენი დოყლაპია გივია გადაარჩინა. ახლა რაღას იტლიკინებთ პროვოკატორი ნაცები?" - წერს სოციალურ ქსელში ირაკლი კაკაბაძე.

 

„რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გივი თარგამაძის აფეთქებასთან დაკავშირებით შემდეგი კომენტარი გააკეთა: „სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალია".


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner