logo_geo
eng_logo
მალხაზ თოფურია: რაღა მე? ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ წუთას გივის აწუხებს, მაგრამ ვის შესჩივლოს?
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:29



აფხაზეთის ომის ვეტერანი მალხაზ თოფურია დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:


„ისე სულსამოგხდითგივიას მინდა დავუბრუნდე, დიდი ალბათობით ისე „აფეთქდა", არ გამოვრიცხავ, რომ თავადაც არ იცოდა, რომ უნდა „აფეთქებულიყო". არც ისაა გამორიცხული, მართლა აფეთქებულიყო, წერილი ისე წაეღო ზეციურ ლაზიკაში, ვერც გაეგო, რომელი ბოროტებისთვის დუთქეს, მიუხედავად მისი საეჭვო აიქიუსი, არ მგონია, დაწყნარებულ გონებაზე ვერ ხვდებოდეს პატივცემული, რაოდენ ზედმეტია იგი მშობლიური მოძრაობისთვის ცოცხალი და რაოდენ „მომგებიანი" იქნებოდა გულზე ხელებდაწყობილი არჩევნების დღეს ფეხებით წინ რომ გამოასეირნებდენ, როგორც „ოლიგარქის" მსხვერპლს, თან გივიაზე კარგად ვინ იცის, რაზეა ხელმომწერი მიხეილ ოდესელი, ოღონდაც „ვლასტი" დაიბრუნოს და გიულას და სანდრას ასწევს ერთდროულად ჰაერში....ეჰ, რაც გივიას და მიშას აფეთქება, წამება, გაუპატიურება..... უგეგმიათ ერთობლივად და იმ არაკაცმა როგორ გაწირა, გეგონება, ვიღაც რიგითი გივი იყოს... რაღა მე? ერთადერთი კითხვა, რომელიც ამ წუთას გივის აწუხებს, მაგრამ ვის შესჩივლოს? რუსთაველი მკვდარია... რუსთაველი რა შუაშია და მართლა ცოდოა ადამიანი, რომელსაც აფეთქებენ და მიუხედავად ამისა, მისივე ამფეთქებელის გარდა, არავისთან წასასვლელი გზა არ რჩება.

 

არ უნდა იცხოვრო კაცმა იმ ცხოვრებით, რითაც გივიამ იცხოვრა", - წერს სოციალურ ქსელში მალხაზ თოფურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner