logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 13:37



საქართველოს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.



ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა! უდანაშაულო ადამიანები დაშავდნენ, მადლობა ღმერთს, რომ ვინმეს სიცოცხლე არ შეიწირა ამ აფეთქებამ. კარგია, რომ თარგამაძე უვნებლად გადარჩა. თუკი ვინმეს არ აწყობს, ხელს არ აძლევს, არ უნდა და არ გეგმავს ასეთ რამეს, პირველ რიგში, ეს ხელისუფლებაა! აუცილებლად, უსწრაფესად უნდა დადგინდეს, რასთან გვაქვს საქმე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა. მაქვს სრული საფუძველი, ვთქვა, რომ ასეთი ტერაქტები", დესტაბილიზაცია, ადამიანური მსხვერპლი, არეულობა ამ წინასაარჩევნოდ სურს და აწყობს ერთადერთ ძალას, რომლისთვისაც უცხო არ არის ასეთი ტერაქტების" დადგმა თუ მოწყობა, იმდენად თეთრი ძაფით ნაკერია, საზოგადოების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვიც კი არ ეპარება, რომ სცენარის ავტორიც, რეჟისორიც და შემსრულებლებიც, სწორედ ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში უნდა ვეძებოთ, ასე როგორ უნდა გაიტეხო სახელი, რომ სიბრალულის, თანაგრძნობის განცდა გაუქრო ადამიანებს და დაზარალებულიც კი დამნშავედ მოევლინო. 2008 წლის მაისი, არჩევნები, ზუგდიდი და ხურჩა გამახსენა ამ ამბავმა, სხვა ყველაფერთან ერთად. საკუთარ თანაგუნდელებსაც აღარ ინდობთ?!" - წერს მანანა კობახიძე „facebook"-გვერდზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner