logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: სანამ ოპოზიცია მიტინგს აწყობს, ამასობაში ჩვენს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 14:36


 

„სანამ ოპოზიცია მიტინგს აწყობს და ქვეყნის არასწორ მართვას აპროტესტებს, ამასობაში ჩვენს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს!" - წერს „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში.



„მეგობრებო, ასე შენდება ქვეყანა!!!

შეიძლება, ვიყოთ ცინიკოსები, მაგრამ ნუ ვიქნებით იდიოტები.

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში ყველაზე ურეიტინგო პოლიტიკოსის გივი თარგამაძის არსებობა, როგორც ოპონენტის, ბევრად უფრო მომგებიანია მთავრობისთვის, ვიდრე მისი „აფეთქება". მოეშვით ბოლივუდის ფილმების ყურებას, არ არის ეგ კარგი „სორტი", როგორც ვატყობ. იქ სხვანაირად ფეთქდებიან ხოლმე.

გილოცავთ, მეგობრებო, თქვენ საცხოვრებლად ევროპულ საქართველოში ბიძინა ივანიშვილმა გადაგიყვანათ და სანამ გააპროტესტებთ, ბარემ შეკრებილები ხართ და ჯერ ერთი მადლობა თქვით. თქვენ უვიზოთ ივლით ევროპაში, გილოცავთ!" - წერს ოთარ აბესაძე „facebook"-გვერდზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner