logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი ანთიმოზი: რა მაგარი მოფიქრებული აფეთქებაა! ბრავო, ნაცებო!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 14:43



არქიმანდრიტი ანთიმოზი დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:



„ვინმეს გჯერათ? არჩევნებამდე სამი დღით ადრე „ქართული ოცნება" დაგეგმავდა გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას და სიკვდილს?

 

ნაცები ყველაფრის მკადრებლები არიან.

 

ყველაფერზე მიდიან, შუბლზე ყველა ძარღვი გაწყვეტილი აქვთ. ღმერთი არ სწამთ, ნამუსი ჩაკლული აქვთ სულში, კაცობა და ადამიანობა უკვე დიდი ხანია ცალ ფეხზე ჰკიდიათ. მარტო ეშმაკმა უწყის, სექტის მეთაურების ტვინში რა პროვოკაციები იხარშება რვამდე და რვის შემდეგ.

 

მართლა რომ დაეგეგმათ აფეთქება, გივი თარგამაძის სხეულის რომელიმე ნაწილსაც ვერ იპოვიდნენ. მანქანაში მჯდომი არავინ დაზიანდა, მარტო გამვლელები. რა მაგარი მოფიქრებული აფეთქებაა! ბრავო, ნაცებო!" - წერს არქიმანდრიტი ანთიმოზი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner