logo_geo
eng_logo
ლევან ლორთქიფანიძე: უმძიმესი ვითარებაა, ამოუცნობი, ნიღბიანი ადამიანები სხვადასხვა წერტილებიდან შემოდიან!
- +

15 მარტი. 2016. 16:58



თსუ-ს სენატის წევრი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელის საშუალებით შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს კიდევ ერთხელ მიმართავს:


უნივერსიტეტში უმძიმესი ვითარებაა, ამოუცნობი, ნიღბიანი ადამიანები სხვადასხვა წერტილებიდან შემოდიან და ცდილობენ, შიშის გრძნობა შესძინონ აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს. არ გვეშინია, მაგრამ მათი აქ ყოფნა დაუშვებელია და საჭიროა რეაგირება.

 

ასობით სტუდენტი ვერ შემოდის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ ვთხოვ მინისტრ მღებრიშვილს, მოგვეცით შესაძლებლობა, დავიკავოთ 115-ის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ შეგვიძლია, სრულად იზოლირებულად ვიყოთ იმ გაუგებარი ადამიანებისაგან. შეუშვით ხალხი თავის სახლში !!!

 

ამჟამად, პირდაპარი დემოკრატიის პირობებში ვმსჯელობთ აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხზე", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner