თსუ-ს სენატის წევრი ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელის საშუალებით შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს კიდევ ერთხელ მიმართავს:
„უნივერსიტეტში უმძიმესი ვითარებაა, ამოუცნობი, ნიღბიანი ადამიანები სხვადასხვა წერტილებიდან შემოდიან და ცდილობენ, შიშის გრძნობა შესძინონ „აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლებს. არ გვეშინია, მაგრამ მათი აქ ყოფნა დაუშვებელია და საჭიროა რეაგირება.
ასობით სტუდენტი ვერ შემოდის უნივერსიტეტში. კიდევ ერთხელ ვთხოვ მინისტრ მღებრიშვილს, მოგვეცით შესაძლებლობა, დავიკავოთ 115-ის მიმდებარე ტერიტორია. ჩვენ შეგვიძლია, სრულად იზოლირებულად ვიყოთ იმ გაუგებარი ადამიანებისაგან. შეუშვით ხალხი თავის სახლში !!!
ამჟამად, პირდაპარი დემოკრატიის პირობებში ვმსჯელობთ აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხზე", - წერს ლევან ლორთქიფანიძე.