„კასტელ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ლევან ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინდელი ინციდეტი ნაცების მოწყობილია.
„რამდენ არჩევნებს მოვსწრებივართ, ასეთი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. 3 დღეში არჩევნებია, ხალხო! ვისურვებდი მეტს, მაგრამ ეს არის ამ ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, თავისუფლება! გუშინდელი ინციდეტი ცალსახად ნაცების მოწყობილია, ამ ავადმყოფი, ზნედაცემული და ყველანაირი სიბინძურის მკადრებელი ნაძირლების, ასე ფიქრობს ყველა ის ადამიანი, ვინც ნორმალურად აზროვნებს. ჰოდა, ამ ხალხს, ჩემს მეგობრებს, მინდა გთხოვოთ: წავიდეთ აუცილებლად არჩევნებზე და დავამთავროთ, ერთად ვუთხრათ უარი ნაცებს, „რუსთავი 2"-ს, ამ ბინძურ და ზნედაცემულ პარტიას!" - წერს ზაუტაშვილი „facebook"-გვერდზე.