ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების დაწყებას ეხმაურება.
„ნაცებო, თქვენ აიფეთქეთ თავები, ატარეთ აქციები, იყიყინეთ და ჩვენ კი ვიზეიმებთ...
დღეს ერთხმად, ყველა წევრი ქვეყნის მხარდაჭერით, ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში პლენარულ სხდომაზე გადაწყდება ის კონკრეტული თარიღი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები დაიწყებენ უვიზოდ მოგზაურობას", - წერს ჯღარკავა „facebook"-გვერდზე.