logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: უკვე წარმომიდგენია, რა აღტკინებით გეგმავდნენ მამაჩემის მკვლელობას „თათბირებზე“
- +

5 ოქტომბერი. 2016. 15:23


გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„წეღან წავიკითხე, რომ ერთ-ერთი დაშავებული მართვით სუნთქვაზეაო. არ ვიცოდი, თორემ ასეთ სიცილს არ ავტეხდი. ვწუხვარ მთელი არსებით და ბოდიშს ვიხდი უდანაშაულო ადამიანების წინაშე. ეს მკვლელები, ბოლომდე ნიღაბჩამოხდილები და გაშიშვლებულები, რა დღეში არიან და გაუშიფრავები რას იზამდნენ! ესენი მამაჩემს არ მოკლავდნენ? თან 2007 წელს, როდესაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ამათი საინფორმაციო საშუალებების კი არა, სპეცგანყოფილების მიერ გავრცელებული ბინძური ჭორებისაც ბრმად სჯეროდა. „გაზეთში წაიკითხეს!"... „ტელევიზორში ნახეს!"...

 

უკვე წარმომიდგენია, რა აღტკინებით გეგმავდნენ მამაჩემის მკვლელობას „თათბირებზე". აი, თქვენ ნახავთ, როცა იქნება, რა ფაქტები დაიდება!

 

ღმერთმა მშვიდობით მიგვაღწევინოს 8 ოქტომბრამდე. ვინმე ქუჩაში გამვლელს კიდევ რამე არ დაუშავონ, თორემ აწი მაგათი ძილში გადატრიალების დროა, მხოლოდ.

 

ტყუილად არ თქმულა გვირაბი და მიწის თხრა. სიმბოლურობის გარდა, ფროიდი მეცნიერულად ახსნიდა ამას და არამარტო ამას.

 

ეს წლები სულ მიკვირდა, რამ მოაფიქრათ თირკმლის ვერსია, რომელიც მამაჩემის მკვლელობისთანავე, ჭორად გავრცელდა. ჩემსავით, ქართველების უმრავლესობა და კიდევ მეტი, ფანტასტიკაშიც ხომ ვერ წარმოიდგენდა, რომ არათუ გურამ შარაძე, საერთოდ, ვინმეს შეეძლო, თირკმლის ამოსაჭრელად გაჰკიდებოდა სხვა ადამიანს და მერე ეს თირკმელი გაეყიდა. ახლაც მეცინება. სიმწრით, რასაკვირველია.

ეს მანიაკები!" - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner