logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 15:27


ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო განცხადებით, გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, ერთის კი უკიდურესად საყურადღებოა.



გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებას ხუთმა პაციენტმა მიმართა, ერთმა მათგანმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება ოთხი პაციენტი, მათგან სამის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის არის. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.

გარკვეული პარამეტრები უმჯობესდება, თუმცა ეს არის საყურადღებო პაციენტი და რა თქმა უნდა, კლინიკის ექიმებთან ერთად მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის. ახლახან დასრულდა კონსილიუმი, სადაც განისაზღვრა მისი მკურნალობის ახალი ტაქტიკა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული პაციენტი 31 წლის მამაკაცია, რომელიც ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner