თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე თბილისის 54-ე საჯარო სკოლის ეზოში მემორიალური მონუმენტის გახსნას დაესწრნენ.
მემორიალი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას და 54-ე სკოლის კურსდამთავრებულთა, აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების - არჩილ მიშველაძის, პავლე გიორგობიანის, ვაჟა სიჭინავასა და დავით ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა.
მონუმენტის გახსნას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვაკის გამგეობის წარმომადგენლები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასასრულს 54-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სტუმრებისთვის თეატრალური წარმოდგენა გამართეს.