ავტორი თამაზ ჩიქვანაია
ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა, ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით მაცნობეს, რომ პრეზიდენტი პოროშენკო 7 ოქტომბერს ოდესაში ჩადის. რას ნიშნავს პოროშენკოს ოდესაში ვიზიტი ქართულ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე? რა მისიით ჩადის უკრაინის პრეზიდენტი სააკაშვილთან? ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას ლოგიკას თუ მივაშველებთ, ასეთი ანალიზის გაკეთება შეიძლება:
1. არის მოსაზრება, რომ პოროშენკოს ამერიკელებმა სთხოვეს სააკაშვილის გაკონტროლება საქართველოში სისხლისღვრის და არეულობის თავიდან ასაცილებლად.
2. არსებობის უფლება აქვს საწინააღმდეგო მოსაზრებასაც, რომ პოროშენკო სააკაშვილის დასახმარებლად და რჩევების მისაცემად ჩადის ოდესაში.
3. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესის გუბერნატორი მას ოდესაში უნდა დახვდეს.
4. თუ ლოგიკას მივყვებით, 7 ოქტომბერს, სააკაშვილი საქართველო-თურქეთის საზღვარზე ვერ იქნება, როგორც ამას ნაციონალები წინასწარ აანონსებენ და სავარაუდოდ, როგორც გეგმავდნენ, სასაზღვრო პუნქტზე არეულობის მოწყობაც აზრს კარგავს.
თუმცა, უკვე ლოგიკისა და ანალიზის საზღვრებს გავცდით, აჯობებს, დავიცადოთ და დანარჩენს მოვლენების განვითარება გვიჩვენებს.