შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„გუშინ ჩვენი ექსპერტ-კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე საკმაოდ გვიანობამდე მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ჯგუფების მიერ ამოღებულია ყველა ვიდეოჩანაწერი. ასევე მიმდინარეობს გადაადგილების მარშრუტის შესწავლა, ასევე პარკირების ადგილების შესწავლა, სადაც ჩერდებოდა ბატონი გივის ავტომობილი და არსებული კამერების სრულად გაანალიზება. ამ მიმართულებით მუშაობენ ჩვენი გამომძიებლები. მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა, დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხის შემდეგ უფრო ნათელი წარმოდგენა გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.