logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება გვსურს
- +

17 თებერვალი. 2016. 15:06


საქართველოში ვიზიტად მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის მარტში ან აპრილში სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა გაიმართება.



ჩავუშოღლუს განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ჩამოყალიბება.


 

ჩვენი პრემიერები დავოსში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც შეთანხმდნენ, რომ მარტში ან აპრილში სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა გაიმართება. ამ კოორდინაციას ჩვენ - საგარეო საქმეთა მინისტრები გავუწევთ. გვინდა, რომ ეს იყოს ყველაზე ნაყოფიერი შეხვედრა.
საქართველოს და თურქეთს ძალიან ბევრი ხელშეკრულების პროექტი აქვს, რომელიც დასასრულებელი და ხელმოსაწერია", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.



ჩავუშოღლუს თქმით, მათ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება სურთ და ასევე, საქართველოდან თურქეთში ექსპორტის გაზარდა და ამაში ქართულ მხარეს მხარდაჭერას პირდებიან.



ჩვენ ერთმანეთთან ძალიან ბევრი პროექტი გვაკავშირებს. ეს არის ბათუმის აეროპორტი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზსადენები. ამ წლის ბოლოს ასევე ექსპლუატაციაში შევა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი და ამ მაგისტრალზე სამუშაოები ჩვენს გამო შეფერხდა, რადგან ჩვენთან გარკვეული იურიდიული პროცედურები იყო მოსაგვარებელი. კერძოდ, იყვნენ გარკვეული ფირმები, რომლებმაც სასამართლოში შეიტანეს სარჩელები, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარდა და ძალიან მალე დასრულდება ეს პროექტი", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.



თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი,. ასევე რეგიონულ საკითხებსაც შეეხნენ.

ჩავუშოღლუს განცხადებით, საქართველო თურქეთისთვის სტრატეგიული პარტნიორია.



 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner