logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
- +

5 ოქტომბერი. 2016. 16:39


 

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი როგორც 2016, ასევე 2017 წლისათვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.


  • ფონდის ანგარიშის მიხედვით (2016 წლის ოქტომბერი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა") საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2016 წლისათვის 3.4%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 5.2%-ს შეადგენს.


  • აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში (2016 წლის აპრილი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა") საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 2.5%-ს, ხოლო 2017 წლისათვის - 4.5%-ს შეადგენდა.


  • სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გადახედვა დაკავშირებულია რეგიონალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.


  • ასევე საგულისხმოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით (დსთ ქვეყნები + საქართველო, თურქმენეთი, უკრაინა, თურქეთი) ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ის ყველაზე მაღალია მეზობელი სახელმწიფოების საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის.


ქვეყანა

ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი

2016

2017

საქართველო

3.4

5.2

რუსეთი

-0.8

1.1

სომხეთი

3.2

3.4

თურქეთი

3.3

3.0

აზერბაიჯანი

-2.4

1.4

თურქმენეთი

5.4

5.4

უზბეკეთი

6.0

6.0

უკრაინა

1.5

2.5

ბელორუსია

-3.0

-0.5

ტაჯიკეთი

6.0

4.5

ყირგიზეთი

2.2

2.3

მოლდოვა

2.0

3.0






  • რაც შეეხება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით იგი საქართველოსთვის 5.2% შეადგენს, რაც ასევე საუკეთესო 3-ეულში შედის. ამასთან, მსგავსი ზრდა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით არც ერთი სახელმწიფოსთვის არ ფიქსირდება.


  • ინფლაციის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის 2.6%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 3.6%-ს შეადგენს. ფასების დონის ზრდა საქართველოში არის ყველაზე დაბალი წარმოდგენილ ქვეყნებს შორის, როგორც 2016, ასევე 2017 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით სომხეთსა და ყირგიზეთს.


  • რაც შეეხება რეგიონის (ჩამოთვლილი ქვეყნების) ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ეს მაჩვენებელი 2016 წლისათვის -0.3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 1.4%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner