საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა
-
+
5 ოქტომბერი. 2016. 16:39
- საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი როგორც 2016, ასევე 2017 წლისათვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
- ფონდის ანგარიშის მიხედვით (2016 წლის ოქტომბერი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა") საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2016 წლისათვის 3.4%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 5.2%-ს შეადგენს.
- აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში (2016 წლის აპრილი: „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივა") საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2016 წელს 2.5%-ს, ხოლო 2017 წლისათვის - 4.5%-ს შეადგენდა.
- სავალუტო ფონდის მიერ პროგნოზის გადახედვა დაკავშირებულია რეგიონალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
- ასევე საგულისხმოა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით (დსთ ქვეყნები + საქართველო, თურქმენეთი, უკრაინა, თურქეთი) ერთ-ერთი საუკეთესოა. ამასთან ის ყველაზე მაღალია მეზობელი სახელმწიფოების საპროგნოზო მაჩვენებლებს შორის.
ქვეყანა
|
ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი
|
2016
|
2017
|
საქართველო
|
3.4
|
5.2
|
რუსეთი
|
-0.8
|
1.1
|
სომხეთი
|
3.2
|
3.4
|
თურქეთი
|
3.3
|
3.0
|
აზერბაიჯანი
|
-2.4
|
1.4
|
თურქმენეთი
|
5.4
|
5.4
|
უზბეკეთი
|
6.0
|
6.0
|
უკრაინა
|
1.5
|
2.5
|
ბელორუსია
|
-3.0
|
-0.5
|
ტაჯიკეთი
|
6.0
|
4.5
|
ყირგიზეთი
|
2.2
|
2.3
|
მოლდოვა
|
2.0
|
3.0
|
|
|
|
- რაც შეეხება 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით იგი საქართველოსთვის 5.2% შეადგენს, რაც ასევე საუკეთესო 3-ეულში შედის. ამასთან, მსგავსი ზრდა 2017 წელს 2016 წელთან შედარებით არც ერთი სახელმწიფოსთვის არ ფიქსირდება.
- ინფლაციის პროგნოზის მიხედვით, საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2016 წლისათვის 2.6%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 3.6%-ს შეადგენს. ფასების დონის ზრდა საქართველოში არის ყველაზე დაბალი წარმოდგენილ ქვეყნებს შორის, როგორც 2016, ასევე 2017 წლის განმავლობაში თუ არ ჩავთვლით სომხეთსა და ყირგიზეთს.
- რაც შეეხება რეგიონის (ჩამოთვლილი ქვეყნების) ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ეს მაჩვენებელი 2016 წლისათვის -0.3%-ს, ხოლო 2017 წლისათვის 1.4%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად დაბალია საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზე.