logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებას გაავრცელებს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:02

 


მამუკა ახვლედიანისა და ნიკა გვარამიას აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.



საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძე ამ ჩანაწერების შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს.

გვენეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, სასამართლო ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებდეს.



საბჭოს სხვა წევრები გაცილებით კრიტიკულები იყვნენ მამუკა ახვლედიანის მიმართ და ზოგიერთი მათგანის მხრიდან ახვლედიანის სახელის სავარაუდო კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებაც მოხდა.


მოსამართლე ლევან თევზაძემ საქმის ერთ-ერთ მხარესთან მამუკა ახვლედიანის კომუნიკაციას ამორალური და ამაზრზენი უწოდა.


მინდა შეგახსენოთ, თუ რატომ მოხდა ახვლედიანის გათავისუფლება, ეს იყო არასწორი მენეჯმენტი და საქმეების განაწილება, ჩვენ გვქონდა ეჭვი, რომ მისი მხრიდან ხორციელდებოდა მოსამართლეებზე ზეწოლა, რომ მიეღო რაიმე პირადი სარგებელი, თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, ეს შოთა გეწაძემაც დაადასტურა, რომ ახვლედიანის მხრიდან ხდებოდა ადმინისტრაციული პალატის მოსამართლეებზე ზეწოლა და მცდელობა იმისა, რომ მიეღო ინფორმაცია, თუ რა შედეგით უნდა დამთავრებულიყო პროცესი. ახვლედიანი, თვითონვე განსაჯეთ, რა სარგებელს იღებდა ამ პროცესიდან, რა წილებზე და რა რაოდენობის თანხებზე იყო საუბარი. მე რაც  ჩანაწერში ვნახე, ის დამწუხრებული იყო, რომ კონკრეტულ საქმეზე ვერ ახდენდა გავლენას", - განაცხადა ლევან თევზაძემ.

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner