logo_geo
eng_logo
„სააკაშვილი რომ უეცრად გმირი გახდეს, ეს ყოველივე შეუძლებელი და წარმოუდგენელი რამ გახლავთ“
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:33



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში ძალადობით მოვიდა და მათ იმედი აქვთ, რომ საოცრება მოხდება და მათი ლიდერი გმირი გახდება. გაზეთი „ასავალ-დასავალი" აღნიშნულ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ სააკაშვილის გმირად გახდომა წარმოუდგენელია.


 

„სააკაშვილი, შესაძლოა, უეცრად ადგილიდან მოწყდეს და მიწაზე იფორთხოს, შესაძლოა, უეცრად საკუთარი ჰალსტუხი შემოეჭამოს, შესაძლოა, უეცრად სცენაზე აიჭრას და მომღერალი გოგონა ხელში აიტაცოს, შესაძლოა, უეცრად რომელიმე კიბის მოაჯირს შეახტეს და საჯდომით ჩამოსრიალდეს, ისიც შესაძლებელია, რომელიმე თანაგუნდელს უეცრად პანჩური ამოარტყას ან ტელევიზორის პულტი ესროლოს, ისიც შესაძლებელია, უეცრად რომელიმე ქალს მკერდი მოაღეჭოს, ისიც შესაძლებელია, უეცრად „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" მოინდომოს და ქვეყნის ტერიტორიები დაკარგოს, მაგრამ სააკაშვილი რომ უეცრად გმირი გახდეს, ეს ყოველივე შეუძლებელი და წარმოუდგენელი  რამ გახლავთ", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner