logo_geo
eng_logo
ბესო კალაძე: „ნაციონალები“ პროვოკაციებს მოაწყობენ და ყველაფერს „ქართულ ოცნებას“ დააბრალებენ
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:35



„თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრი ბესო კალაძე გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა" 5 ოქტომბერს პროვოკაციების მოწყობას გეგმავს. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ისეთ ფონს შექმნის, რომ ყველაფერს ხელისუფლებას დააბრალებს.


„მაქვს ინფორმაცია, რომელიც ჩემმა მეგობრებმა შემატყობინეს და რომლებიც ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ამ  ინფორმაციის თანახმად, 5 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა", თავისი სტილით, პროვოკაციების მოწყობას აპირებს. მათი ერთ-ერთი მთავარი გეგმა არის ის, რომ, როდესაც აქცია დაიწყება, როცა ხალხი შეიკრიბება, ხალხის  სიახლოვეს ააფეთქონ ე.წ. მაშხალები და ამის შემდეგ ხალხში შეიქმნება განცდა, რომ თითქოს ბომბი აფეთქდა. აქციის მონაწილეებში ეს აფეთქების ხმა გამოიწვევს ერთგვარ ჭყლეტას, არეულობასა და პანიკას. არის ალბათობა იმისა, რომ ვინმე დაშავდეს და ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობა" დააბრალებს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას". პროვოკაციების მოწყობასთან და მათ გაკეთებასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" ფანტაზიის უნარს საზღვარი არ აქვს.

 

ისეთი საცოდავები და საწყლები არიან, თვითონაც  იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ და ამ წაგებასთან დაკავშირებით აგებენ ამ გეგმას, რომელიც მე შემატყობინეს", - განაცხადა ბესო კალაძემ.


 

კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელიც 8 ოქტომბერს არჩევნების შემდეგ პოლიტიკური არეალიდან გაქრება.

 

 

„უნდათ აზრის შემოტანა, რომ ხელისუფლება პროვოკაციების მომწყობია, რათა ხალხში შექმნან ხელოვნური ემოციური ფონი და ტალღა, თითქოს ხელისუფლება პროვოკაციების მოწყობას ცდილობს. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა" აწყობს პროვოკაციებს. ეს არის გასაცოდავებული, დაბეჩავებული „ნაციონალური მოძრაობა", რომელიც 8 ოქტომბერს  პოლიტიკური არეალიდან გაქრება. ეს ინფორმაცია მე მაქვს პარტიის ცენტრალური ოფისიდან", - განაცხადა ბესო კალაძემ.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner