პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში მოითხოვს, რომ სასწრაფოდ იქნას გამოძიებული „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების საქმე.
„სააკაშვილი კოკაინით ისეა გასივებული, მონღოლის უკანალს დაემსგავსა და რამხელა გვირაბიც უნდა გათხაროს, ვერ გამოეტევა!
კატეგორიულად ვითხოვ სამართალდამცავი ორგანოებისაგან, რომ უსწრაფესად გამოიძიონ ნაცების მიერ დაგეგმილი სისხლისღვრისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმე!
თუ არჩევნების დასრულებიდან უმოკლეს დროში ნაცი „რაიხსფიურერები" არ დაისჯებიან, ქართველი ხალხი აჯანყდება და არეულობა მერე ვნახოთ!
დიახ, პირდაპირ ვაცხადებ - თუ ნაცდამნაშავეებს მართლმსაჯულება არ გაასამართლებს, მაშინ ლინჩის წესი ამოქმედდება და ამის პირველი მაპროვოცირებელი მე ვიქნები!" - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.