logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: რულოვსისა და სხვა ბობოლა „ნაცების“ ანგარიშებზე მილიონები ირიცხებოდა!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:38



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივ ბიზნესსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში წინასაარჩევნოდ 50 მილიონი დოლარი შემოვიდა, რომლის გამოყენებასაც „ნაციონალები" დესტაბილიზაციის მოსაწყობად აპირებენ.


 

„როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, საქართველოში წინასაარჩევნოდ დაახლოებით 50 მილიონი დოლარი შემოვიდა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის" შავი ფული, რომელიც არა არჩევნებს, არამედ არჩევნების შემდეგ დაგეგმილ დესტაბილიზაციას უნდა მოხმარდეს! ინფორმაცია ძალიან სერიოზული და კომპეტენტური წყაროსგან მივიღე, ხოლო მტკიცებულებებს რაც შეეხება, ანონსის სახით, ექსკლუზიურად გადმოგცემთ იმ დოკუმენტების მცირე ნაწილს, რომლებითაც დასტურდება, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში სანდრა რულოვსისა და სხვა ბობოლა „ნაცების" ანგარიშებზე მილიონები ირიცხებოდა!

 

პირდაპირ გეტყვით - ეს არის იარაღის კონტრაბანდის, ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ე.წ. შავი ტრანსპლანტაციის, ანუ ადამიანის ორგანოების გაყიდვის გზით დაგროვილი მილიონები, რომლებიც სანდრა რულოვსის, დავით კეზერაშვილისა და სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას სახელზე ლათინური ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების ბანკებში ინახებოდა!

 

წარმოიდგინეთ, მხოლოდ სანდრა რულოვსის ანგარიშზე მილიარდამდე დოლარი იყო აკუმულირებული.

 

კიდევ ვიმეორებ: ეს თანხა უნდა მოხმარდეს იმ პოლიტიკური და შეიარაღებული დაჯგუფებების დაფინანსებას, რომლებმაც საქართველოში დესტაბილიზაცია და რევოლუცია უნდა მოახდინონ!

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და თქვან, რომ ვცრუობ, მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შევძლებ იმ სიმართლის დამტკიცებას, რომელსაც ახლა ვამბობ!

 

მთავარია, ეს ყველაფერი ჰაერში გასროლილ ფრაზებად არ დარჩეს და ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მხრიდან სამართლებრივი რეაქცია მოჰყვეს!

 

თუ ჩვენ თავმოყვარე ქვეყანა ვართ და პრეტენზია გვაქვს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ამ ფაქტების გამოვლენის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებიდან უნდა მოიხსნას, ხოლო ზემოხსენებული პირების მიმართ სამართლებრივი პროცედურები დაიწყოს!" - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner