logo_geo
eng_logo
ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ ნაცისტურ სექტაში ჯოხებით კაცების გაუპატიურება მოენატრათ!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 17:51



27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის ავბედით დღეს, მედიასივრცე და ქართველი საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ შეარყია მორიგმა ფარულმა ჩანაწერმა, რომელიც უკრაინულმა ინტერნეტპორტალმა გაავრცელა.


ჩანაწერში, რომლის ნამდვილობაც, ჩემი წარმოდგენით, არავითარ ეჭვს არ იწვევს, სააკაშვილი ოდესიდან ე.წ. ტელეფონის სპიკერით ნაცსექტის ისეთ ცნობილ და სტაჟიან გვამებს ელაპარაკება, როგორებიც გახლავან: კაკო ბობოხიძე, გიგი წერეთელი, აკუკი მინაშვილი, ნუგზარ წაკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და ირმა ნადირაშვილი.


აუდიოჩანაწერის თანახმად, მიხეილ ფიურერი და მისი ხროვის წევრები თანხმდებიან, რომ რაკი არჩევნები უსათუოდ წაგებული აქვთ, ამიტომ აუცილებელია მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარება... კერძოდ, როგორც თვითონ ამბობენ, უნდა მოხდეს „...ხალხის რევოლუცია და დედისტ...ნა"...


მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 315-ე მუხლის პირველი ნაწილით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად შეთქმულებას გულისხმობს.


ნაცისტები და მათი ტაშისმკვრელები გაიძახიან - მოგვიგონეს, ჩანაწერი ბინძური მონტაჟია, მსგავსი არაფერი გვითქვამსო! სამაგიეროდ, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სჯერა, რომ სააკაშვილსა და მისი ხროვის მოსიარულე გვამებს შორის მსგავსი საუბარი ნამდვილად გაიმართა, რისთვისაც მასში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი ვირის აბანოშია წასათრევი, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას ამის გაკეთება არ ძალუძს!..


„მიხეილ სააკაშვილი: - თბილისში „ვაფშე", ის რა ქვია, ბოკერიას ჰქონდა... ბოკერიამ კი  უნდა... ყველაფერი სწორიაო, რაღაც რევოლუციური სცენარი, ისა-ისა იძახის, მაგრამ მერე იძახის, რომ აი, თუ რევოლუციური სცენარი არ გამოდის, ხო უნდა მოვემზადოთ მერე კოალიციებისთვისო!.. და ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი. რას ნიშნავს კოალიციებისთვის მოვ...


აკაკი მინაშვილი: - კი, გეთანხმები, აქაც მზად უნდა ვიყოთ ეგეთი იმისთვის ჩვენ...


მიხეილ სააკაშვილი: - ხოდა, ეს „ვაფშე" ეს ლაპარაკი, რომ „კი მაგრამ ჩვენ ხომ ის სცენარიც უნდა გვქონდეს და ამიტომ უნდა დავიტოვოთ გზა და კოალიცია"... ვისთან უნდა დავიტოვოთ კოალიცია? მაშინ გავაკეთოთ კოალიცია კახი კალაძესთან, ალასანიასთან, იმასთან, ამასთან და ვიქნებით მაგარი ხალხი.


ნუგზარ წიკლაური: -ხოდა, აი, გავაკეთებ... მაგაზე მთელი ისა ვფიქრობ და რანაირად გავაკეთოთ, მაგას ვერ ვხვდები.


გიგი წერეთელი: - მაინც მგონია, ჩვენი ამოცანა რევოლუციურ ვითარებაში ჩავატაროთ არჩევნები, ანუ ხალხის აღტკინების ფონზე...


პეტრე ცისკარიშვილი: - ესენი ისევ მოიგებენ და მერე უკვე..


გიგი წერეთელი: - „კაროჩე", ესენი უკვე „ბაზრობენ"...


პეტრე ცისკარიშვილი: - იქნება სინამდვილეში ხალხის რევოლუცია და დედისტ...ნა. აქ ჯერ „ვასტოკია". აქ მოხდება, მოუტ...ან დედის ტრ...ი. კადაფი. უნდა გამოათრიონ და ჯოხით ტრ...ში უნდა მოტ...ან (ცენზურა ჩვენია - რედ.).


მიხეილ სააკაშვილი: - კაია, რომ შენც ეგრე ფიქრობ და მე მგონი, უმეტესობა ეგრე ფიქრობს. „პროსტა" იმათაც უნდა ღიად ეხლა ცხვირში მოვადოთ. ახლა ეგრე არ არის, კაკო. ხოდა, „რუსთავი-2" მოამწიფებს ამ პიკს.


აკაკი მინაშვილი: - აბა, რაა.. ეგ კოალიცია არის ვაჭრობა და „Trade of"-ები და იქით და აქეთ რაღაც საზიზღარი ამბავი.


მიხეილ სააკაშვილი: - ხოდა, თქვენ უნდა აიღოთ ინიციატივა, რა... მე მგონი, უნდა კაკოს დაუჯეროთ, შევქმნათ ჯგუფი... აი, კაკო, ბეჟაშვილი, ვიღაცეები, ვინც არის რადიკალურად განწყობილი და პირდაპირ უნდა „შევაჯდეთ" მაგ თემაზე.


კაკო ბობოხიძე: - 200 კაცი რუსთაველის კარვებს ავსებს!..


ნუგზარ წიკლაური: - ივანიშვილის სახლი არის ასათვისებელი!


კაკო ბობოხიძე: კარგად დავთვალოთ ფინანსები. 10 ლარი რომ დაგვიჯდეს კაცი დღეში, 2-3-თვიანი აქცია რა დაგვიჯდება 200-კაციანი კარვებით...


ირმა ნადირაშვილი: - (გაურკვეველია).


კაკო ბობოხიძე: - ამ ჩემს ფეხებს. ეჰ, ჩემო ირმა, მე გადატრიალების დაგეგმვაშიც კი მაქვს, სამხედრო გადატრიალების, მონაწილეობა მიღებული. მაგაზე სახიფათოს აწი რაღას მოვიფიქრებ?


ნუგზარ წიკლაური: - მე მგონია, რომ მართლა ეგრე ჯობია, როგორც კაკო ამბობს რა.


მიხეილ სააკაშვილი: - რევოლუციური სცენარი უნდა სხვანაირი, სხვანაირი ახლაც... კაკოს ინტუიციას ვენდობი მთლიანად გამოვიყურებით როგორც დამარცხებულები და ამიტომ გვჭირდება ბევრი ხალხის მობილიზება.


ნუგზარ წიკლაური: - არა, მოგვიგებენ! ყველა ვარიანტში მოგვიგებენ არჩევნებს. მეც ვიცი და ყველამ იცის...


მიხეილ სააკაშვილი: - შენც რა პოროშენკოსავით ამბობ? პოროშენკო „მემესიჯა" ღამის 4 საათზე და ეხლა კიდევ „დამიმესიჯა დილის 8 საათზე".


ვინც სააკაშვილისა და მისი პირადი მონების მეტყველებისა და აზროვნების სტილს იცნობს, გონებაშეზღუდულიც რომ იყოს, აუცილებლად დამეთანხმება, რომ წინამდებარე ჩანაწერი არანაირი მონტაჟი და ფაბრიკაცია არ გახლავთ.


და, საერთოდ, ვინ არ იცის, რომ კაკოიე ბობოხიძე და მისი ძმა ლევანი, რომელიც ბალტინის ტანკზე იყო გადამჯდარი, იღლიებამდე ქართველი ბიჭების სისხლით არიან მოთხვრილი? განა ბობოხიძე სიმართლეს არ ლაპარაკობს, როცა ირმა ნადირაშვილს ეუბნება, გამოცდილი კაცი ვარ, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში ვმონაწილეობდიო?!


განა ნუგზარ წიკლაურისთანა ნაძირლებმა არ გამოღადრეს ყელი საქართველოს თავისუფლებასა და პირველ პრეზიდენტს, როცა პოლიტიკურ კიკუებად იქცნენ და შევარდნაძის პოლიტიკური ნაბიჭვრების წინაშე ჩიჩოლინასავით გაშიშვლდნენ?!.


ადამიანს ნუგზარ წიკლაურის მორალი უნდა ჰქონდეს, რომ თავს ზვიად გამსახურდიას იდეების მიმდევრად ასაღებდეს და ამ დროს ზვიადის მკვლელებთან - კაკოია ბობოხიძესთან და მისნაირებთან პოლიტიკურ სარეცელს იყოფდეს!..


აღარაფერს ვამბობ ისეთ სტაჟიან მოქკავშირლებზე, როგორებიც გავრცელებული ჩანაწერის ფიგურანტები - პეტრე ცისკარიშვილი და გიგი წერეთელი არიან. ამ ჩანაწერით დასტურდება, რომ ნაცისტურ სექტაში ჯოხებით კაცების გაუპატიურება მოენატრათ!..


მთელ ამ დომხალსა და ცოდვის ტრიალში, აშკარად თეთრი ყვავივით გამოიყურება გიგი წერეთელი... იგი ძველი კადრია, „ამ ხვრელშიც არის ნამყოფი და იმ ხვრელშიც"... ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში წერეთელი პარლამენტის სკამს შეეზარდა და მიეწება. არაერთხელ მითქვამს, რომ გიგის პოლიტიკური კარიერა შევარდნაძის მეყანწეობით დაიწყო. ედუარდს თბილისობაზე ყანწს რომ მიაწოდებდნენ, ღვინოს ოდნავ მოსვამდა და მერე სასმისს გივი წერეთელს გადასცემდა... გიგიც სვამდა შევარდნაძის ნახვრეპს და ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იწრთობოდა მოქკავშირელ-მიშარასტული ფოლადი.


გიგის ხელისუფლებაში დარჩენა სიცოცხლეზე მეტად უნდა, მაგრამ კარგად იცის, რომ სააკაშვილის სახით ოფიციალურ გიჟთან აქვს საქმე, რომელიც ნებისმიერ სიბინძურეზეა წამსვლელი... ამიტომაც ფრთხილობს. მას ურჩევნია, ბრეჟნევს ტუჩებში კოცნიდეს და გულზე ოქტომბრელის ვარსკვლავი უბრწყინავდეს. მაგრამ ახლა ორ ცეცხლს შუაა - ხელისუფლებაშიც უნდა და დაჭერისაც ეშინია!


ყველაზე აზრიანი სიტყვა მთელ ამ ჩანაწერში მაინც უაზრო ნუგზარ წიკლაურმა თქვა, როცა აღიარა - „ყველა ვარიანტში მოგვიგებენ არჩევნებს, მეც ვიცი და ყველამ იცისო!"


ერთი რამ ცხადია - თავმოყვარე და ღირსების მქონე სახელმწიფო ამ საქმეს უსწრაფესად გამოიძიებს და დამნაშავეებს სასტიკად დასჯის, მაგრამ მე მსგავსი მოლოდინი არ მაქვს, რადგან ჩვენს უბედურ სამშობლოს მისმა წყეულმა შვილებმა თავმოყვარეობა და ღირსება დიდი ხანია, გაუბახეს.


გმირთაგმირ მეფე ერეკლეს მარკოზაშვილის მარანში შეკრებილი შეთქმულები რომ არ დაესაჯა, ასპინძის ბრწყინვალე გამარჯვება არ იქნებოდა!...


ზვიად გამსახურდიას ედუარდ შევარდნაძის კარზე მორბენალი მოღალატეები რომ შეერისხა, საქართველო არ დაინგრეოდა!...

 

დიტო ჩუბინიძე

 

 






 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner