logo_geo
eng_logo
ლევან გაჩეჩილაძე: კომპანია გამოიყენებს იმას, რასაც იყენებდა 25 წელზე მეტი
- +

15 მარტი. 2016. 17:15


შპს „სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორი ლევან გაჩეჩილაძე „მაესტროს" ლოგოსთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინებაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შპს „სტუდია მაესტრო" გამოიყენებს ყველაფერს, რასაც 25 წელზე მეტი იყენებდა. გაჩეჩილაძის განმარტებით, „მაესტროს" ბრენდის გამოყენების უფლება მხოლოდ შპს „ტელეკომპანია მაესტროს" აეკრძალა, ხოლო ის კომპანია, რომლის გენერალური დირექტორიც თავად არის, ყველაფერს გამოიყენებს, რასაც 25 წელზე მეტია შპს „სტუდია მაესტრო" იყენებს.


გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც გააკეთა კომენტარი და განმარტა, რომ მისი გაგრძელება, კომპანია „ემ ინვესტმენტზეა" დამოკიდებული, რომელიც მაკა ასათიანს ეკუთვნის.


„25 წელზე მეტია, „მაესტროს" ლოგოს შეფუთვაში, შპს „სტუდია მაესტროს" აქვს გადახდილი ფული. ეს შეფუთვა შპს „სტუდია მაესტროსია", ამიტომ კომპანია გამოიყენებს იმას, რასაც იყენებდა 25 წელზე მეტი. მე მაქვს დიდი სურვილი, რომ „იმედის" ხელშეკრულება გაგრძელდეს. სხვათაშორის, „ემ ინვესტმენტზეა" დამოკიდებული „იმედის" კონტრაქტის გაგრძელება, რადგან სარეკლამო დრო მთლიანად გატანილია „ემ ინვესტმენტის" მიერ", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.


მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ კრედიტორთა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თითოეულ თეთრს, რაც მათ ეკუთვნით, ამოიღებენ, თუნდაც შვეიცარიის სასამართლოსთვის მიმართვა დასჭირდეს.


„ამ სასამართლომ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ კომპანია გადახდისუუნარო იყო. არაფერი იმის შემდეგ არ შეცვლილა. კომპანიას ვალდებულებები და ვალები დაემატა. დღეს ერთ-ერთი ქართული აუდიტორული კომპანია წერს, რომ თითქოს შეიძლება ეს კომპანია ვალებს მოემსახუროს და სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას.

 

მაკა ასათიანის მხარე თავს ვიკავებდით „მაესტროს" მიმართ ყოველგვარი სამართლებრივი დავისგან, რათა მაუწყებლობას ხელი არ შეშლოდა. ახლა თუ მოხდება შეფერხება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თითოეულ თეთრს, რაც გვეკუთვნის, კანონით დადგენილი წესით ამოვიღებთ, შვეიცარიის სასამართლოსთვის მიმართვაც რომ დაგვჭირდეს", - განაცხადა გვენეტაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner