logo_geo
eng_logo
რეზო ამაშუკელი: როგორც მე ვერ გავფრინდები მარსზე, ისე „რესპუბლიკელები“ ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 18:33


 



პოეტი რეზო ამაშუკელი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში რესპუბლიკურ პარტიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათსა და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს და მისი თქმით, ორივე ანტიეროვნული ძალაა.

 

„რესპუბლიკელები" „რუსთავი 2"-ში ჩასახლდნენ და იქიდან გვმოძღვრავენ, მაგრამ როგორც მე ვერ გავფრინდები მარსზე, ისე ეგენი ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს, რადგან ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და რესპუბლიკურ პარტიას შორის არავითარი არსებითი განსხვავება არ არსებობს - ორივე ანტიეროვნული ძალაა და ორივეს სძულს ყველაფერი ქართული!

 

ამასწინათ უსუფაშვილმა ბრძანა, ეროვნულ მოძრაობას ვედექი გვერდითო. საინტერესოა, 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ კომუნისტურ პარტიაში უსუფაშვილი შევიდა თუ ეძგვერაძე ბარნაბა? ნუ ჰგონიათ, რომ ხალხს ყველაფერი დაავიწყდა", - განაცხადა რეზო ამაშუკელმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner