საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისადმი მიმართვას ეხმაურება, რომ მალე ზღვას გადმოლახავს და საქართველოში ჩამოვა,
„ზღვის გადმოლახვას რომ დაიწყებ, ჰალსტუხების ასორტის წამოღება არ დაგავიწყდეს... ჯერ აქ რომ ეგდე -ვის რა ხახვი დააჭერი ყურებზე... მაშინ პრეზიდენტის იმუნიტეტით გაეცალე ქვეყანას, რომლის პასპორტიც რეგიონის ადმინისტრაციის უფროსობაზე გაცვალე... მოდი და დაგხვდებით! იმ გალიაში უნდა ჩაგსვას კანონმა, შენ რომ გელოდება! გალია N5..." - წერს ოთარ ჩრდილელი.