logo_geo
eng_logo
„ჩემი იურისტი დაუკავშირდება მას, ვისაც საჭიროა“ - „ნაციონალებმა“ აქციაზე ჩარკვიანის სიმღერის გამოყენება ქეთათოს არ შეუთანხმეს
- +

5 ოქტომბერი. 2016. 19:50



„ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან ირაკლი ჩარკვიანის სიმღერის „მე დავბრუნდები" ფონზე ჩაერთო.


სიმღერა, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა სიმბოლური უწოდა, ირაკლი ჩარკვიანის მეუღლესთან - ქეთათოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. როგორც ქეთათომ „კვირასთან" საუბრისას აღნიშნა, იგი საავტორო უფლებებს საკუთარ იურისტთან ერთად დაიცავს.



არ ყოფილა შეთანხმებული. თქვენგან გავიგე. დავუკავშირდები ჩემს იურისტს. ყველასთან ვიცავ ჩემს საავტორო უფლებას და იქ, სადაც გაშვებულია სიმღერა, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა შედგეს. ეს ჩვეულებრივი პროცესია. ჩემი იურისტი დაუკავშირდება მას, ვისაც საჭიროა", - აღნიშნა ქეთათომკვირასთან" საუბრისას.



შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო აქცია თბილისში, „ვარდების მოედანზე" დასრულდა. „ნაციონალების" მხარდამჭერებმა მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner