logo_geo
eng_logo
შორენა სიხარულიძე: რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს სასიკვდილოდ როგორ იმეტებ -აფეთქებით თუ მუხრუჭების გადაჭრით?!
- +

5 ოქტომბერი. 2016. 19:56



ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:



პაატა ბურჭულაძეს, რომელსაც ნამუსთან ერთად, თურმე, მეხსიერებაც დაუკარგავს, უბრძანებია, ასეთი ტერაქტი 90-იანი წლების მერე არ მომხდარაო... იმდენი ტერაქტი მოხდა მისი სათაყვანებელი მიშას დროს, რამდენიც გაგიხარდებათ! თანაც, არცთუ ცოტა, მათივე ინსცენირებით"! მაგრამ მე ყველაზე მწარედ ის მახსოვს, 2007 წელს მეუფე იობს რომ მოუწყვეს ავარია"! და ძალიან ეცადნენ, ამისთვის ბუნებრივი სახე მიეცათ, თუმცა, მერე გამოირკვა და ნაცხელისუფლებაც რომ გადაშენდა (საბოლოოდ!!!), მოწმემაც ილაპარაკა, როგორ გადაუჭრეს მეუფის მანქანას მუხრუჭები...

რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანს სასიკვდილოდ თუ იმეტებ, როგორ იმეტებ - აფეთქებით თუ მუხრუჭების გადაჭრით!

თუმცა, მეუფე იმდენად დიდსულოვანია, იმ გარეწარსაც შეუნდო, ვინც ეს ჩაიდინა! იმ უბედურს არ ასვენებდა საკუთარი ცოდვები და ბოხი ხმით ბღაოდა თურმე საკანში მთელი 2 თვის განმავლობაში - მე აღარაფერი მიშველის, ისეთები მაქვს ჩადენილი, მაგრამ ჩემი შვილების გამო მეშინიაო.. მერე უთხოვია - მეუფე იობს სთხოვეთ, შემხვდესო.. მეუფე იმ პერიოდში ავად იყო, მაგრამ მაინც წამოდგა და მივიდა მის გამმეტებელთან და გულწრფელად შეუნდო და მისი შვილებიც დალოცა!.. ეს რომ მომიყვა, ვკითხე გაოცებულმა, ეს როგორ შეძელით-მეთქი? მისი ბრალი არაა, ეშმაკი დაეპატრონა მის სულს და ამიტომ ჩაიდინა. ვერ გააცნობიერა, რას სჩადიოდაო...

... მაგრამ მეუფე იობი ზე-ადამიანია... წინა ხელისუფლებისგან განაწამები ადამიანები კი, უბრალო მოკვდავნი.. ეს არ დაავიწყდეს ნაცბანდას...

 

P.S. მას მერეც არაერთგზის გაუმეტებიათ სასიკვდილოდ ეს ბუმბერაზი ადამიანი, ხან მოწამლეს, ხან მეორედ მოუწყვეს ავარია, და კიდევ რამდენი, მაგრამ უფლის ნებას განა ვინ შეცვლის!" - წერს სიხარულიძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner