logo_geo
eng_logo
მერაბ კაჭახიძე: რაც არ უნდა შეგაწუხოს „დუბინკის“ მონატრებამ, მიაფურთხე ეშმაკს და არაფრით არ შემოხაზო N5
- +

5 ოქტომბერი. 2016. 20:21

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მერაბ კაჭახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ნახევრად ხუმრობით!

 

1.თუ ოპერა გიყვარს, შემოხაზე მარტო კაცი N1

2. თუ ზღაპრები გიყვარს, შემოხაზე შალვა ნათელაშვილი. შალვას ნომერი არ სჭირდება.

3. თუ ჩექმით დაწყებული, რუსული ბევრი რამ მოგენატრა, შემოხაზე ნინო. N 3

4. თუ ბევრჯერ გაუგებარი, შეიძლება მენტალურად მიუღებელი, მაგრამ მთლიანობაში ლამაზად მოსასმენი საუბარი გიყვარს, შემოხაზე „რესპუბლიკელები". N6

5. ბევრი ქართველივით ზუსტად თვითონაც რომ არ იციან, რა უნდათ და როგორ და ეს შენს ხასიათში ჯდება, შემოხაზე „პატრიოტთა ალიანსი". N8

6. თუ თბილისური „კაიბიჭური" „გევასება" ლიბერალური სურნელით, შემოხაზე „თავისუფალი დემოკრატები". N27

7. თუ რაღაც მიზეზთა გამო გაიბუტე და ზოგადად ბუტიაობა გჩვევია, შემოხაზე „ეროვნული ფორუმი" N26

8. თუ ქვეყნის წინსვლა, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა გინდა, შემოხაზე „ქართული ოცნება". N 41

 

მოდი არჩევნებზე აუცილებლად და რაც უნდა მონატრებამ შეგაწუხოს „დუბინკის" და „კასტილის", მიაფურთხე ეშმაკს და არაფრით არ შემოხაზო N5

 

P.S. სხვა საარჩევნო სუბიექტებთან ბოდიშს მოვიხდი", - წერს მერაბ კაჭახიძე.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner