„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე facebook-გვერდზე წერს:
„ამ 5 000-კაციანი სექტის გამო 2 საათი საცობში ვიდექი. იმდენი „მარშუტკები" აყენია სანაპიროზე, მართლა მაინტერესებს, თბილისიდან იყო ვინმე გასული აქციაზე?
და ბოლოს, როგორც ჩამოიყვანეთ ეს ხალხი, დააბრუნეთ უკან ან მიაქციეთ ყურადღება, სკვერებში სვამენ და ერთს „მივხედე" უკვე, ვინმე ბესიკის, ხობიდან, დროშით ხელში, კედელზე რომ შარდავდა სოლოლაკში.
მართლა სექტა ხართ, ოღონდ ძალიან გამარგინალებულები. აღარც მეცინება, უკვე ისე მეცოდებით", - წერს აბესაძე.