ბრიტანულ გამოცემა „The Guardian"-თან საუბრისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების საქმის გამოძიებაში დახმარების თხოვნით აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ დახმარების თხოვნით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანასაც მიმართა, თუმცა თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, რომელ სახელმწიფოზეა საუბარი.